შალვა პაპუაშვილი - საქმე გვაახლოებს ევროკავშირის წევრობასთან, ხოლო ისტერია გვაშორებს მას - ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან შემდგომ დაახლოებას, რათა მოლაპარაკებების დაწყების მომენტიდან დროულად დავასრულოთ მოლაპარაკებები

საქმე გვაახლოებს ევროკავშირის წევრობასთან, ხოლო ისტერია გვაშორებს. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან შემდგომ დაახლოებას რათა ევროკავშირის მხრიდან სტრატეგიული მზადყოფნის შემთხვევაში მოლაპარაკებების დაწყების მომენტიდან დროულად დავასრულოთ მოლაპარაკებები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როდესაც ისაუბრა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩებს მადლობა გადაუხადა კანდიდატის სტატუსი მოპოვებისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მუშაობისა და პროფესიონალიზმისთვის. მისი თქმით, საპარლამენტო დიპლომატიური ძალისხმევა შეუძლებელი იქნებოდა ელჩების აქტიური და პროფესიულად მაღალი დონის მხარდაჭერის გარეშე, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქვეყნის ევროპული მომავლის განმტკიცებაში.

„ევროკავშირის წევრობის გზაზე ორი ფუნდამენტური ნაბიჯიდან ერთს უკვე მივაღწიეთ - მოვიპოვეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ უფრო მეტი ენერგიით უნდა შევუდგეთ მეორე ნაბიჯისკენ, ევროკავშირში სრული წევრობისკენ სიარულს. კანდიდატის სტატუსის მოპოვების წელიწად ნახევრიანმა პროცესმა აჩვენა, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს არა ის, თუ რომელ დღეს, თუ თვეს დაიწყება ესა თუ ის ეტაპი, არამედ ის, რომ საერთო ჯამში, პროცესი დასრულდეს რაც შეიძლება მალე, ნაკლები ისტერიით და შედეგზე მეტად ორიენტირებით. საქმე გვაახლოებს ევროკავშირის წევრობასთან, ხოლო ისტერია გვაშორებს. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან შემდგომ დაახლოებას, რათა ევროკავშირის მხრიდან სტრატეგიული მზადყოფნის შემთხვევაში მოლაპარაკებების დაწყების მომენტიდან დროულად დავასრულოთ მოლაპარაკებები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა