საბა ბუაძე გურამ მაჭარაშვილზე - ივანიშვილი ძალიან გვანებივრებს ეგზოტიკური პერსონაჟებით, მაგრამ ეს გამორჩეული ექსპონატია

ივანიშვილი კი ძალიან გვანებივრებს ეგზოტიკური პერსონაჟებით, მაგრამ გურამ მაჭარაშვილი გამორჩეული ექსპონატია, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი „ლელოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას ეხმაურება მაჭარაშვილს "მესამე თანრიგის პოლიტიკურ კლოუნს" უწოდებს.

„თურმე ივანიშვილის კარის მესამე თანრიგის პოლიტიკური კლოუნი სასაცილოდ მიიჩნევს „ლელოს“ 9- პუნქტიან ინიციატივას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შეკავებაზე. თურმე სავიზო რეგულაციების დაწესება და რუსების აქ ბოგინის შეზღუდვა არის „ფაშიზმი“. ივანიშვილი კი ძალიან გვანებივრებს ეგზოტიკური პერსონაჟებით, მაგრამ ეს გამორჩეული ექსპონატია, კარგად ეტყობა „ქართუს სკოლა“, - წერს ბუაძე.

ცნობისთვის, გურამ მაჭარაშვილმა „ლელოს“ ინიციატივას სახიფათო და ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი უწოდა.

„ბატონმა ხაზარაძემ თუ ასე გააგრძელა, არამხოლოდ ოპოზიციიდან, სადაც უკვე დასცინიან მის განცხადებებს, არამედ საკუთარი პარტიიდანაც გარიცხავენ. როგორც ხაბეიშვილია მარგალიტი, ისეთივეა ხაზარაძე "ლელოსთვის",“ - აცხადებს მაჭარაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა