სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას, გაატარონ ქმედითი ღონისძიებები ირაკლი ბებუას ჯანმრთელობისა და საპატიმრო პირობების გასაუმჯობესებლად

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ოკუპირებულ აფხაზეთში დაპატიმრებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებს შეხვდა და მათგან მოისმინა ინფორმაცია პატიმრის ჯანმრთელობის პრობლემებსა და პატიმრობის არასახარბიელო პირობებზე. ინფორმაცია ომბუდსმენის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას, გაატარონ ქმედითი ღონისძიებები ირაკლი ბებუას ჯანმრთელობისა და საპატიმრო პირობების გასაუმჯობესებლად.

„26 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აფხაზეთში დაპატიმრებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებს შეხვდა და მათგან მოისმინა ინფორმაცია პატიმრის ჯანმრთელობის პრობლემებსა და პატიმრობის არასახარბიელო პირობებზე.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას, გაატარონ ქმედითი ღონისძიებები ირაკლი ბებუას ჯანმრთელობისა და საპატიმრო პირობების გასაუმჯობესებლად; ასევე, აპარატი, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში გაუწევს მონიტორინგს მის მდგომარეობას.

ირაკლი ბებუას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გალის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის, სხვისი ქონების განზრახ განადგურებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის ცხრა წლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა.

ბებუამ, 30 სექტემბერს, როცა სეპარატისტული რეგიონი „დამოუკიდებლობის და გამარჯვების დღეს“, აღნიშნავდა, გალში, რაიონული კულტურის სახლის ფასადზე მიმაგრებული დროშის დაწვა სცადა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია