სუროგაციასთან, ინვიტრო განაყოფიერებასა და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან რეესტრში 2024 წლის იანვრიდან აისახება

2024 წლის იანვრიდან, სუროგაციასთან, ინვიტრო განაყოფიერებასა და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან რეესტრში აისახება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო დაწესებულება, სადაც აღნიშნული პროცედურები ტარდება, ვალდებული ხდება, გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, ასევე კონტაქტში მყოფი მასალების თუ პირების შესახებ ინფორმაცია, ერთიან ეროვნულ რეესტრში განათავსოს.

„ცვლილების მიზანი მომსახურების ხარისხის, პროცესის ზედამხედველობა, ასევე - აღნიშნული მასალებისა და მათთან კავშირში მყოფი პირების მიკვლევადობაა. რეესტრში ყველა ინფორმაცია პირადი მონაცემების დაცვით განთავსდება და კონფიდენციალური იქნება.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებამდე, სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს მსგავსი ვალდებულება არ ჰქონიათ, შესაბამისად, შეუძლებელი იყო სამედიცინო მასალების მიკვლევადობა. ერთიანი რეესტრის საჭიროება კიდევ უფრო გამოიკვეთა ბოლო წლებში, როდესაც მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში, რეპროდუქციის მიზნებისთვის მედიცინას სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართვას. თუ 2018 წელს, მხოლოდ სუროგაციით გზით დაბადებულ ახალშობილთა რიცხვი, დაახლოებით, 500 იყო, 2022 წელს მაჩვენებელი, თითქმის, გაორმაგდა და 1000-ს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19 დაწესებულება ახორციელებს.

ერთიანი ეროვნული რეესტრის ამოქმედება, პარლამენტში ინიცირებული, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი წინაპირობაა, რაც თავის მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან არის შესაბამისობაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა