ნინო ენუქიძე - მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, სახელმწიფო ქონების 2023 წლის პრივატიზაციის გეგმა 100,2%-ით შესრულდა

მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, 2023 წელს პრივატიზებიდან სახელმწიფო ბიუჯეტმა 279 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის პრივატიზაციის გეგმა 100,2%-ით შეასრულა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მხოლოდ მეოთხე კვარტალში, ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხის მოცულობამ 98,295,953 ლარი შეადგინა, რაც მეოთხე კვარტლის პრივატიზების გეგმის 126,02% - ია.

„სააგენტომ, დაახლოებით, 3,000 აუქციონი ჩაატარა, ხოლო პრივატიზებული სახელმწიფო აქტივებიდან მოსალოდნელი ინვესტიციის ჯამურმა ოდენობამ 100 მლნ ლარი შეადგინა. არსებული შედეგი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ჩაეშვა ეკონომიკურ ბრუნვაში“, - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, სახელმწიფო ქონების აქტიური პრივატიზაციის შედეგად, 2023 წელს ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ჯამში, 279,518,776 ლარის მობილიზება მოახდინა.

„ქონების ეროვნული სააგენტო მომავალ წელსაც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას შესთავაზებს“, - აღნიშნა ნინო ენუქიძემ, რომლის კომენტარსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე