ლევან ჟორჟოლიანი შპს „ათორის“ დაუმთავრებელ მშენებლობებზე - იანვრიდან თითოეულ დაზარალებულს პროკურატურის მიერ დადგენილი ზარალის ოდენობის თანხა ჩაერიცხება

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა, ბრიფინგი გამართა, სადაც შპს „ათორის“ მიერ მშენებლობების დაუსრულებლობით დაზარალებულთა საკითხზე ისაუბრა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მაღალი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია შემდეგ მისამართებზე: საირმის ქ. N37, მუხაძის ქ N4 და ი. აბაშიძის ქ N55, დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით შპს „ათორის“ ობიექტებისთვის დაუმთავრებელი მშენებლობების სტატუსის მიცემა.

მისი თქმით, თბილისის პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ამჟამინდელი მდგომარეობით დაზარალებულად ცნობილ პირთა შესახებ ინფორმაციის მიხედვით, დაზარალებულად აღიარებულია 281 ფიზიკური და იურიდიული პირი. აღნიშნულ პირთა ზიანი ჯამურად მოიცავს 16 491 515 აშშ დოლარს, 96 840 ევროს და 2 330 329 ლარს.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, თანხის სახით გასაცემი ვალდებულების კომპენსაცია ხდება კომპანიების თანხის სახით გასაცემი ვალდებულების კომპენსაცია (ჯამურად სავარაუდოდ 5 150 540 აშშ დოლარი, 431 485 ლარი, 50 000 ევრო) დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში შექმნილ სპეციალურ მიზნობრივ ანგარიშზე მობილიზებული თანხებიდან. საცხოვრებელი ფართების ნაწილი, ჯამში 8000 კვ. მ, საკუთრებაში გადაეცემა მუნიციპალიტეტს ამ ფართების დაზარალებულ პირთათვის გადაცემის მიზნით.

სხდომაზე განაცხადეს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს საირმის ქ. N37-ში მდებარე ობიექტის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოებას მისი ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. ასევე მუხაძის ქ. N4-ში მდებარე დაუმთავრებელი მშენებლობით დაზარალებულ პირებს საკრებულოს განკარგულების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს ექნებათ საშუალება წარმოადგინოს წინადადება ინვესტორთან ერთად ამავე ობიექტის დამთავრების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით.

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეს იღებს უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას, დააკმაყოფილოს დაზარალებული ოჯახები, ოჯახები, რომლებსაც იმედი ამ პრობლემის მოგვარებისა აღარ ჰქონდათ. მთელი რიგი ღონისძიებების გატარება იყო საჭირო, შევცვალეთ კანონმდებლობა, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ ამ შედეგამდე მივსულიყავით და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ პრობლემის მოგვარებაში“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, უკვე ხვალიდან ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება მიწის ნაკვეთზე, რომელზეც საინვესტიციო პროექტი განხორციელდება, იქნება შესაძლებელი. ასევე, იანვრიდან თითოეულ დაზარალებულს პროკურატურის მიერ დადგენილი ზარალის ოდენობების თანხა ჩაერიცხება.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა