საუკეთესო საჩუქრებს შორის წიგნი ყოველთვის საპატიო ადგილს იკავებს, ის ნებისმიერი ადრესატისთვის სასიხარულო შენაძენი იქნება, ამიტომ თუ წინასაახალწლო სამზადისი ჯერ არ დაგისრულებიათ, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა.
წიგნის საჩუქრად მიღება კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება ლიტერატურის მოყვარულებისთვის, რომელთაც ახალი ავტორების აღმოჩენა თუ კლასიკის გადაკითხვა განსაკუთრებით აღაფრთოვანებთ. ამასთან, შეგიძლიათ, ეს პროცესი ადრესატისთვის უფრო სახალისო გახადოთ და სადღესასწაულო ელფერიც შესძინოთ, რაშიც „პალიტრა L-ის“ „ლიტბოქსი“ დაგეხმარებათ.
გთავაზობთ 5 საჩუქარს, რომლითაც ლიტერატურის მოყვარულებს გაახარებთ:
„ლიტბოქსი“ ლიტერატურული ყუთია, რომელშიც წიგნებთან ერთად სხვადასხვა საინტერესო ნივთს აღმოაჩენთ, იქნება ეს სანიშნები, ბლოკნოტები, თმის აქსესუარები, სამკაულები, უმაღლესი ხარისხის ჩაი, ყავა და სხვა. აღმოჩენების ყუთის გამოწერამდე თქვენი ან თქვენი ადრესატის ინტერესებს მიუთითებთ და გამომცემლობაც თემატურ ლიტერატურასა და აქსესუარებს გამოგიგზავნით. ამასთან, შეგიძლიათ, გამოწერის სერვისი არ გააუქმოთ და ყოველთვიურად საინტერესო აღმოჩენები გააკეთოთ და რაც მთავარია, თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად.
წიგნის მოყვარულთათვის განსაკუთრებით ძვირფასია საკოლექციო გამოცემები, რომელიც აღარ მეორდება. კლასიკური ლიტერატურის ეს ნიმუში „პალიტრა L-მა“ სწორედ აღნიშნულ ფორმატშიც გამოსცა და წიგნს დამატებითი დატვირთვაც შესძინა.
1984 XX საუკუნის უდიდესი რომანია, რომელიც ნებისმიერი ეპოქისთვის ერთგვარ გაფრთხილებას წარმოადგენს.
თანამედროვე ქართული ლიტერატურა მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ პროცესს გამომცემლობა „პალიტრა L-იც“ აქტიურად უწყობს ხელს სხვადასხვა კონკურსითა და პროექტით.
„ნეირონი“ თანამედროვე ავტორის ლელა ლაშხის რომანია ახალგაზრდა ქალის წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრების შესახებ, რომელმაც მკითხველში სწრაფად მოიპოვა აღიარება. ის თქვენს კითხვის მოყვარულ მეგობარს თუ ოჯახის წევრს დროს სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გაატარებინებს.
„პირველი სისხლი“ – ახალგაზრდა ბელგიელ დიპლომატს სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის რამდენიმეწამიან მონაკვეთში მთელი ცხოვრების თავგადასავალი გაუელვებს თვალწინ. უპერსპექტივო და უიმედო მოლაპარაკებების ლაბირინთში გახლართული პატრიკ ნოტომი დეტალურად იხსენებს განვლილ გზას და სულ უფრო მწვავედ გრძნობს სიცოცხლის სურვილს. დახვრეტის მოლოდინით გამოწვეული სასოწარკვეთის მომენტი მარადიულობის ტოლფასია და წარმოუდგენელ ძალასა და გამჭრიახობას ანიჭებს მას.
„წყურვილი“ - „წყურვილის შესაგრძნობად ცოცხალი უნდა იყო. ჩემი ბედი ასეთი აღმოჩნდა: მწყურვალი მოვკვდი. შესაძლოა, სწორედ ესაა მარადიული სიცოცხლე“, - ამბობს ის, ვისი აღსასრულის შესახებაც თითქოს ყველაფერი ვიცით. და მაინც, რას ფიქრობს და განიცდის იესო მაშინ, როდესაც ჯვარცმამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი. ამელი ნოტომის თამამი ფანტაზია შეგვახვედრებს სხვანაირ იესო ქრისტეს, ნამდვილ, ხორცშესხმულ ადამიანს, და გვაზიარებს მის ყველაზე ინტიმურ განცდებს.
ამ წიგნის დასრულების შემდეგ საჩუქრის ადრესატი მართლაც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თანამედროვე ავტორს აღმოაჩენს და მისი სხვა ნამუშევრებითაც დაინტერესდება.
2015 წელს, გამორჩეული დებიუტისათვის, ნიგერიელი ავტორი ჩიგოზი ობიომა გლობალური მასშტაბის მოაზროვნედ დაასახელეს. მან სახელი გაითქვა რომანებით „მეთევზეები“ და „უღონოთა ორკესტრი“. ორივე ნაწარმოებისთვის ავტორი ბუკერის პრემიის მოკლე სიაში მოხვდა.
რომანი „უღონოთა ორკესტრი“ 2019 წელს გამოიცა. იგბოს კოსმოლოგიით შეზავებული სიუჟეტი მკითხველს აუცილებლად მოაგონებს „ოდისეას“. საინტერესოა, როგორ ხედავს ავტორი თითოეულ ადამიანს, რამხელა ყურადღებას უთმობს შიშსა და სინდისის ქენჯნას; როგორ ხსნის საზოგადოებაში გამეფებულ სიძულვილს, გრძნობას, რომელიც ყველას დაგვაქვს კოკით ცხოვრების გზაზე და გვეღვრება კიდეც ალაგ-ალაგ. მკითხველს შეიძლება იგბოს ენის ლექსიკონში ჩახედვის სურვილიც გაუჩნდეს. ავტორსაც ეს უნდა, მანამდე კი შეგვიძლია გაგიმხილოთ იგბოს ენაზე ნათქვამი „ოკო კო ვა მადუ“ შეიძლება ითარგმნოს ასე: „შენ ადამიანი ხარ“.
ამ და სხვა წიგნების აღმოსაჩენად მიჰყევით ბმულს.
(R)