მამუკა ხაზარაძე - ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც მოიპარა და ნახეთ, როგორ გამდიდრდნენ არაფრისგან - მგონი, ის ხალხი, ვინც ჩვენს ბიუჯეტში ხელი აფათურა, ქვეყნიდან თავისით გაიქცევა

ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც მოიპარა, თუნდაც 5 წლის წინ - ნახეთ, როგორ გამდიდრდნენ არაფრისაგან, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

კითხვაზე, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ახალ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ექნება თუ არა „ქართული ოცნების“ „ლიდერშიფთან“ იგივე პოლიტიკა, რაც „ქართულ ოცნებას“ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ჰქონდა ანუ მოქმედი მაღალჩინოსნები იქნებიან თუ არა არჩევანის წინაშე: ქვეყნიდან გაქცევა თუ ციხე, ხაზარაძემ ასე უპასუხა:

„მე მგონი, თავისით გაიქცევა ის ხალხი, ვინც ჩვენს ბიუჯეტში ხელი აფათურა. როგორც კი დამოუკიდებელი პროკურორი და დამოუკიდებელი სასამართლო გვექნება და ეს ძალიან მალე მოხდება, მე გარანტიას გაძლევთ, რომ თავისით დატოვებენ ამ ქვეყანას. თქვენ არ იცით მასშტაბები, რა მასშტაბების ძარცვაზეა ლაპარაკი ქვეყანაში, რა მასშტაბის კორუფციაა ქვეყანაში. რატომღაც ქართულ სინამდვილეში დამკვიდრდა თითქოს წესი, რომ პოლიტიკაში რომ ხარ, აბა რა უნდა ქნა. ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც მოიპარა თუნდაც 5 წლის წინ. ნახეთ, როგორ გამდიდრდნენ არაფრისაგან. მე კერძო ბიზნესიდან მოვდივარ და ძალიან დიდი პატივისცემით ვეპყრობი კერძო საკუთრებას, მაგრამ იმ კერძო საკუთრებას, რომელიც შექმნილია ალალი, წესიერი შრომით. დღეს ალალი, წესიერი შრომით ბიზნესის განვითარება პრაქტიკულად წარმოუდგენელია“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს