საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 91-ე დაბადების დღეს ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს ჩვენი ერის სულიერ წინამძღოლს, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულის, თავმდაბლობის, სულგრძელობის, სიკეთისა და მიმტევებლობის უდიდეს მაგალითს თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია მრავალ განსაცდელს უკავშირდება და ყველა ძნელბედობის ჟამს თქვენ მუდამ ედექით გვერდში ერსა და განსაკუთრებით, მომავალ თაობას. თქვენი ლოცვა-კურთხევით გვეძლევა ძალა, ვიცხოვროთ სწორად, გავხდეთ უკეთესნი, წრფელი სიყვარულით გვიყვარდეს სამშობლო და ერთმანეთი. მადლობას გიხდით ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, სიყვარულისა და ზრუნვისთვის.

თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეების, თანამშრომლებისა და სტუდენტების სახელით, გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას. მრავალჟამიერ საქართველოს საკეთილდღეოდ!“ - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ