შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას, რომელიც ამბობდა, რომ სამუშაო ჯგუფებში დროის დახარჯვას და ყავის დასალევად არავისთან დაჯდომას არ აპირებს, ახლა ისტერია აქვს გამართული - ამის ერთადერთი მიზანია, საზოგადოება ნერვებზე იყოს

ოპოზიციას, რომელიც ამბობდა, რომ სამუშაო ჯგუფებში დროის დახარჯვას და ყავის დასალევად არავისთან დაჯდომას არ აპირებს, ახლა ისტერია აქვს გამართული იმაზე, რომ სამუშაო ჯგუფები შეიქმნას , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება დადგენილ სამოქმედო გეგმას მიჰყვება.

პაპუაშვილის განმარტებით, სამუშაო ფორმატები შეიქნება და ოპოზიციას თუ სურვილი ექნება, რომ დაეხმაროს ხელისუფლებას, მათ ეს შეუძლიათ გააკეთონ.

„ჩვენ ვნახეთ, ხელახლა ოპოზიციისგან ისტერია ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. ეს ოპოზიცია, რომელიც ამბობდა, რომ სამუშაო ჯგუფებში დროის დახარჯვას და ყავის დასალევად არავისთან დაჯდომას არ აპირებს, ახლა ისტერია აქვთ გამართული იმაზე, რომ სამუშაო ჯგუფები შეიქმნას. მე ეს მახსენებს ზუსტად იგივე ჯგუფები, იგივე მედია ჯგუფები, არასამთავრობო, პარტიული ჯგუფები როგორც იქცეოდნენ კოვიდის დროს: დაიხურებოდა ქვეყანა - „გახსენი!, გახსენი!“, გაიხსენობოდა - „დახურე!, დახურე!“. ამ ისტერიის ერთადერთი მიზანი არის ის, რომ საზოგადოება მუდმივად ჰყავთ მღელვარების და შფოთვის მდგომარეობაში, ასე ვთქვათ, მთელი საზოგადოება ნერვებზე იყოს.

რაც შეეხება ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებს და შემდეგ ნაბიჯებს, ჩვენი სამოქმედო გეგმა გასაჯაროებულია, ზუსტად ამ სამოქმედო გეგმას მივყვებით, რა თქმა უნდა, იქნება სამუშაო ფორმატები, სადაც რა თქმა უნდა, ოპოზიციას თუ აქვს სურვილი, რომ დაეხმაროს ხელისუფლებას, მათ ეს შეუძლიათ გააკეთონ. ამ პროცესში წამყვანი ძალა, რა თქმა უნდა, არის საქართველოს ხელისუფლება და გამოცდილებამაც აჩვენა, რომ ხელისუფლება ამ მხრივ არის წარმატებული, წინდახედული და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედი“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, 2023 წელი ისე დასრულდა, რომ სასწორზე „ქვეყნის მისხალი ინტერესი“ არ დადებულა.

„ჩვენ წინა წელი დავხურეთ ისე, რომ ქვეყნის ინტერესის ერთი მისხალი არ დაგვიდია სასწორზე, ისე მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. თქვენ გახსოვთ მოწოდებები, იგივე ოპოზიცია, რომელიც ამბობდა, რომ „კანდიდატის სტატუსის წინაპირობაა რუსეთისთვის სანქციების დაწესება“. ხომ გახსოვთ? - არ დაწესდა სანქციები, ვინაიდან, ეს არ არის ქართველი ერის ინტერესში, ვინაიდან, ეს გულისხმობს პირდაპირ სამხედრო დაპირისპირების რისკს რუსეთთან, ეს გულისხმობს პირდაპირ ეკონომიკურ კოლაფსს საქართველოსთვის. აი, ამისკენ მოგვიწოდებდნენ, ოპოზიცია ომისკენ და ეკონომიკური კოლაფსისკენ მოგვიწოდებდა. საქართველომ ეს ნაბიჯი არ გადადგა და რა თქმა უნდა, რასაც ჩვენ მაშინ ვამბობდით: „ევროკავშირი საქართველოს არ აყენებს ამ დილემის და არჩევანის წინაშე“ და ნახეთ, კანდიდატის სტატუსი მივიღეთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში