აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრ, გიორგი გაბედავასთან და აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორ, ბესიკ სილაგაძესთან ერთად, ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

„აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა, ტრადიციულად, საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათები გადასცეს, რომელიც ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებს გადაეცემათ.

თეატრალიზებული სადღესასწაულო მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. მსვლელობაში აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ