პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი ვოლსკისთან და დეპუტატებთან ერთად, ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა.

შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიულოცა შობის დღესასწაული.

„შობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ ღმერთი არის თითოეული ჩვენგანის გულში. სიკეთე, სიყვარული უნდა სუფევდეს ჩვენს ოჯახებში, ჩვენს სამშობლოში და აი ამ შეგრძნებით უნდა ვიცხოვროთ ყოველდღიურად", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლეზე.

„გუშინ პატრიარქმა თავის ეპისტოლეში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გაუსვა ხაზი მათ შორის იმას, რომ დღეს მთლიანად სამყარო არის გამოწვევის წინაშე. არ არის სიმშვიდე სხვადასხვა რეგიონში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, ამიტომ ყველამ უნდა დავაფასოთ და გავუფრთხილდეთ მშვიდობას და ვეცადოთ, რომ ეს მშვიდობა ჩვენს გულებში, ჩვენს ოჯახებში და ჩვენს სამშობლოში იყოს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქრისტესშობის დღესასწაულის საზეიმო მსვლელობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2000 წლიდან აღინიშნება.

ალილოს მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.

შეგროვებული საჩუქრები და ტკბილეული ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დარიგდება.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია