საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.
- ბატონო გია, საახალწლო განწყობის მიუხედავად, აქტიურად განიხილება გასული წლის ბოლოს წინა დღეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.
მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ბევრი ითქვა და დაიწერა, ჩვენ ამაზე არ გვიმსჯელია. ამიტომ, ჩვენი საუბარი სწორედ ამ თემით გვინდა დავიწყოთ.
ფაქტია, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებას მრავალი ასპექტი აქვს, მოდით, მომხდარის ზოგადი შეფასებით დავიწყოთ.
თქვენ როგორ აღიქვით ივანიშვილის „მესამედ დაბრუნება“?
2024 წლის არჩევნების დამაჯერებლად მოგების გარდა, რა საშინაო განზომილება შეიძლება ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ იგი პოლიტიკაში დაბრუნდა?
- მე ამას პოლიტიკურ აუცილებლობას არ ვუკავშირებ. ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბარი არასერიოზული, რადგან პოლიტიკიდან იგი არსად არ წასულა. ამიტომ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა მის დაბრუნებაზე, არამედ პოლიტიკაში მისი ფუნქციის ლეგალიზაციაზე.
რაც შეეხება მიზეზებს. ივანიშვილის პოლიტიკაში მისი ფუნქციის ლეგალიზაციის მიზეზებში არა მომხდარის მიზანშეწონილობაში, არამედ მის პირად შიშებსა და შფოთვებში უნდა ვეძებოთ.
ივანიშვილის მთავარი პრობლემა მისი უსაფრთხოება და კეთილდღეობა და მისი დაცვაა. აქედან გამომდინარე მას აქვს პირადი მოტივები. მე სამ მოტივს დავასახელებ.
პირველი - ივანიშვილს აქვს ცუდი მოლოდინი მის უსაფრთხოებსა და კეთილდღეობასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ მას ამ კუთხით საერთაშორისო ინსტიტუტებში ევროპის მხრიდან უკვე შექმნა. ამაზე მთელი პერიპეტიები იყო, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებდით.
ივანიშვილს აქვს მოლოდინი, რომ მის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გაფართოვდება და შესაძლოა უფრო მძიმე ფორმები მიიღოს. ივანიშვილმა პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების ნაბიჯი იმისთვის გადადგა, რომ პოლიტიკური იმუნიტეტი შეიძინოს. მან პრევენცია მოახდინა თავისი მომავალი პრობლემების.
ივანიშვილმა პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების ნაბიჯი იმისთვის გადადგა, რომ პოლიტიკური იმუნიტეტი შეიძინოს. მან პრევენცია მოახდინა თავისი მომავალი პრობლემების
მეორე მოტივი გახლავთ ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ ჩამოყალიბდა გარკვეული ინტერეს ჯგუფები, რომლებმაც საკმაოდ დიდი ფული იშოვეს. მისი მართვის სისტემა მის მიმართ აბსოლუტურ მორჩილებაზეა დამოკიდებული. ტელეფონით რელიგიური მართვა, როცა უზენაესზე უნდა ილოცო და ყველაფერი მისი ნებით უნდა ხდებოდეს, ამ სისტემაში შეიქმნა გარკვეული პრობლემები.
ქართულ ეკლესიაში ყველა ეპისკოპოსი მაინცადა მაინც დიდი მორწმუნე არ არის, ჯიპებზე უფრო ფიქრობენ ვიდრე ღმერთზე. დაახლოებით იგივე ხდება ახლა ბიძინას კარზე. როგორც ჩანს, ივანიშვილის კარზე ვიღაცებმა მასზე ლოცვას თავი დაანაბეს და საკუთარი კეთილდღეობაზე დაიწყეს ზრუნვა. ივანიშვილს ეს არ აწყობს, კორუფციულმა სისტემამ უმართავი და ქაოსური ხასიათი შეიძინა.
როგორც ჩანს, ივანიშვილის კარზე ვიღაცებმა მასზე ლოცვას თავი დაანაბეს და საკუთარი კეთილდღეობაზე დაიწყეს ზრუნვა. ივანიშვილს ეს არ აწყობს, კორუფციულმა სისტემამ უმართავი და ქაოსური ხასიათი შეიძინა
შეიძლება ასეც ითქვას, ივანიშვილი „მობრუნდა“ „კორუფციული წესრიგის“ აღსადგენად. დისტანციური მართვა აღარ შველის, „ხელით მართვაა“ საჭირო. რუსეთში კორუფცია არის, მაგრამ ქაოსური ხასიათი არ აქვს. ივანიშვილს საქართველოში რუსული კორუფციული მოდელის დაბრუნება უნდა. ვიღაცები რომ ივანიშვილის გარეშე ფულს შოულობენ, ეს ბიძინას არ აწყობს.
მესამე მოტივი ის არის, რომ ივანიშვილმა დაინახა, რომ საქმე, შესაძლოა, კიდევ უფრო გართულდეს, თუ „ქართული ოცნება“ მისი პირდაპირი მართვის გარეშე მოიგებს 2024 წლის არჩევნებს. რატომ? იმიტომ რომ ამ ადამიანებს, კიდევ უფრო მეტი ამბიციები გაუჩნდებათ და მან მათზე კონტროლი საერთოდ დაკარგოს.
ივანიშვილმა დაინახა, რომ საქმე, შესაძლოა, კიდევ უფრო გართულდეს, თუ „ქართული ოცნება“ მისი პირდაპირი მართვის გარეშე მოიგებს 2024 წლის არჩევნებს. რატომ? იმიტომ რომ ამ ადამიანებს, კიდევ უფრო მეტი ამბიციები გაუჩნდებათ და მან მათზე კონტროლი საერთოდ დაკარგოს
ამ მოტივების გამო მან გადაწყვიტა თავად დაჯდეს პოლიტიკურ მაგიდასთან. აქ საუბარი არაა იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის არჩევნებში უჭირდა, ტყუილია. „ქართული ოცნების“ რიტორიკა საერთოდ კომიკურია, რადგან მათი მტკიცებით, ივანიშვილი პოლიტიკაში იმის გამო დაბრუნდა, რომ ოპოზიციას არაფრის კეთება არ შეუძლია.
- თქვენი პირველი არგუმენტის თემა რომ გავაგრძელოთ იმის შესახებ, რომ ივანიშვილს მის მომავალთან და პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, „ცუდი მოლოდინები“ აქვს.
2024 წელი ბევრი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, მათ შორის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით. ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნება ამ პროცესს დააჩქარებს, თუ პირიქით?
- ყველაფერი შეიძლება მოხდეს. საერთოდ, ივანიშვილი გრძელვადიან ამოცანებს არ ისახავს. ივანიშვილი კარგი ტაქტიკოსია, შესაბამისად, ის წავა იმ მიმართულებით, რომელიც მისთვის ამა თუ იმ ეტაპზე მისთვის იქნება მომგებიანი.
ერთი წლის წინ მან გააკეთა არასწორი პროგნოზი, რის გამოც მას ბევრი პრობლემები შეექმნა. მისი პროგნოზი იმაში მდგომარეობდა, რომ უკრაინა ომს რუსეთთან ბლიც-კრიკით წააგებდა ომს. მან მთელი თავისი პოლიტიკა ამაზე ააგო. მერე მიხვდა, რომ შეცდა, მაგრამ, უკვე გვიანი იყო.
ახლა ივანიშვილი გაჰყვება დინებას და მოიქცევა ისე, რაც ამა თუ იმ ეტაპზე იქნება მისთვის მისაღები. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მდგომარეობა იქნება უკრაინაში, რა ვითარება იქნება იგივე არაბულ სამყაროში, უფროს სწორად ისრაელის ირგვლივ. მსოფლიო წესრიგში ვინ იმარჯვებს და ვინ დომინირებს იმაზე იქნება მორგებული.
საერთოდ, მგონია, რომ მცდარია შეფასებები და კლიშე, რაც ოპოზიციამ „მოიფიქრა“ და აცხადებს, რომ ივანიშვილი პუტინის მსახურია და რუსული ხელისუფლებაა. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან ყალბი მგონია ამგვარი მტკიცებები. ბიძინა პუტინის მსახური კი არ არის, არამედ, ეშინია პუტინის და იმიტომ იქცევა ისე, როგორც იქცევა. თუ პუტინი დასუსტდება თქვენ გგონიათ იგი მას არ გადააგდებს? ისე მშვენივრად გადააგდებს, როგორც დაგიბარებიათ.
საერთოდ, მგონია, რომ მცდარია შეფასებები და კლიშე, რაც ოპოზიციამ „მოიფიქრა“ და აცხადებს, რომ ივანიშვილი პუტინის მსახურია და რუსული ხელისუფლებაა. ბიძინა პუტინის მსახური კი არ არის, არამედ, ეშინია პუტინის და იმიტომ იქცევა ისე, როგორც იქცევა თუ პუტინი დასუსტდება თქვენ გგონიათ იგი მას არ გადააგდებს?
მუდმივი არაფერი არ არის, ბიძინა მოიქცევა ისე, საითაც წავა ის დიდი მსოფლმხედველობრივი ომი, რაც დღევანდელ სამყაროში მიმდინარეობს.
- ვხედავთ, რომ ოპოზიცია სუსტია, მაგრამ, ივანიშვილი თავის გამოსვლაში საკმაოზე მეტადაც კი იყო ოპოზიციის მიმართ.
ივანიშვილის დაბრუნებაზე მმართველი გუდის ლიდერებმა კომენტარები ქრისტესშობის დღესაც გააკეთეს. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ივანიშვილი კონსოლიდაციისთვის დაბრუნდა. შალვა პაპუაშვილმა დაამატა - ოპოზიციაში ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური დაჯგუფებები არიანო“.
დამკვირვებელთა ნაწილის მტკიცებით, სპიკერმა პაპუაშვილმა დაახლოებით ასეთი რამ თქვა - ივანიშვილს, ჩვენ, „ქართულ ოცნებასა“ და ეკლესიას ვერავინ დაგვამარცხებსო.
როგორ აისახება ივანიშვილის დაბრუნება საშინაო პოლიტიკაზე?
- გასაგებია, რომ ხელისუფლება თავის რიტორიკას ააგებს ურაპატრიოტიზმზე და ფსევდო რელიგიურობაზე. ფაქტია, რომ მმართველი გუნდი ლოცვებს გააძლიერებს ბიძინას მიმართულებით.
ბიძინას დასჯისგან არავინ არ არის დაცული. ახლა ყველა ეცდება ბიძინას თვალში არ გაეჩხიროს
ბიძინას „პოლიტიკაში შემობრუნების“ გამო „ქართული ოცნებას“ მძიმე ღამეები ექნებოდა. რატომ? იმიტომ რომ ვიღაცას ბიძინა სამაგალითოდ დასჯის კორუფციის გამო. კიდევ იმიტომ, რომ გუნდის შიგნით „პალაჟენია“ დაალაგოს.
ბიძინას დასჯისგან არავინ არ არის დაცული. ახლა ყველა ეცდება ბიძინას თვალში არ გაეჩხიროს.
- ანუ, ივანიშვილის „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობა, ნომინალური სულაც არ იქნება?
- არა, რა თქმა უნდა. ბოდიში, მანამდე მმართველ პარტიაში სულაც არ იყო და ისე მართავდა ქვეყანას. მას შემდეგ, რაც მისი პარტიაში ინსტიტუციონალიზაცია მოხდა, ანუ ტელეფონით მართვიდან „ხელით მართვაზე“ გადავა. შესაბამისად, ივანიშვილი ახლა „უფრო ეფექტური“ გახდება.
საბოლო ჯამში სხვადასხვა დასკვნებს და მსჯელობებს რომ თავი დავანებით, მე ივანიშვილის პოლიტიკაში „დაბრუნებას“ პოზიტიურად შევაფასებდი. რატომ?
პირველი იმიტომ, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში „დაბრუნებით“ გარკვეულ წილად ინსტიტუციური და პოლიტიკური წესრიგი აღდგა. როდესაც არ იცი გადაწყვეტილებას ვინ იღებს, გაუგებარია სად უნდა გავიდეს „ფრონტის ხაზი“. რადგან ბიძინა პოლიტიკურ ველზე გამოჩნდა, ახლა პოლიტიკურ ბრძოლაში ფოკუსის გასწორება შესაძლებელია და ეს გაამარტივებს თავად პოლიტიკურ პროცესს.
რადგან ბიძინა პოლიტიკურ ველზე გამოჩნდა, ახლა პოლიტიკურ ბრძოლაში ფოკუსის გასწორება შესაძლებელია და ეს გაამარტივებს თავად პოლიტიკურ პროცესს
მეორე - კორუფციასთან დაკავშირებით „წესრიგი დამყარდება“. კორუფცია თავისთავად ცუდია, მაგრამ, კონტროლირებადი კორუფცია, მთელ სხეულზე მეტასტაზებივით მოდებულ ქაოსურ კორუფციას მაინც სჯობია. ბევრად უკეთესია დაავადება ერთ ადგილზე იყოს კონცენტრირებული. ასეთ შემთხვევაში, მასთან ბრძოლა და მოკვეთა უფრო იოლი იქნება.
- ოპოზიციაზე ივანიშვილის მსჯელობა ბევრმა არაერთმნიშვნელოვნად შეაფასა. ივანიშვილის მიერ გახარიას კრიტიკით, გახარიას პარტიას არა სახელისუფლებო ამომრჩეველში რეიტინგი გაეზარდა. გარდა ამისა, თვალში საცემი იყო სალომე ზურაბიშვილისადმი მისი მეტ-ნაკლებად ნეიტრალური დამოკიდებულების დემონსტრირება.
გახარიასა და ზურაბიშვილზე ყურადღების გამახვილების გამო ბევრმა ჩათვალა, რომ ივანიშვილს სწორედ ეს ადამიანები ესახება „ქართული ოცნების“ სასურველ ოპოზიციად.
რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ ივანიშვილი ახლა „ოპოზიციის დალაგებასაც შეეცდება“?
- არა მგონია ბიძინა ასე მსჯელობდეს. კი, ეს მითოლოგია იარსებებს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი ოპოზიციისთვის არაფერს არ გააკეთებს.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილისადმი ლოიალობას და გახარიაზე შეტევას, ესეც გასაგებია და შევეცდები ავხსნა რატომ? საერთოდ, ბიძინასთვის მნიშვნელოვანი არაა და არც მტკივნეული, როცა ოპოზიციონერები აკრიტიკებენ, ან თუნდაც ლანძღავენ „ქართული ოცნების“ ნებისმიერ წარმომადგენელს ღარიბაშვილის ჩათვლით.
ბიძინასთვის მტკივნეულია როცა შეტევა ხორციელდება პერსონალურად მასზე. ზურაბიშვილი გახარიასგან განსხვავებით ივანიშვილის მიმართ კრიტიკა არ გამოუთქვამს. ამითაა განპირობებული ივანიშვილის მხრიდა ზურაბიშვილის მიმართ რბილი დამოკიდებულება.
ბიძინასთვის მტკივნეულია როცა შეტევა ხორციელდება პერსონალურად მასზე. ზურაბიშვილი გახარიასგან განსხვავებით ივანიშვილის მიმართ კრიტიკა არ გამოუთქვამს. ამითაა განპირობებული ივანიშვილის მხრიდა ზურაბიშვილის მიმართ რბილი დამოკიდებულება
ბიძინას მხოლოდ პირადი აინტერესებს. ბიძინა პოლიტიკაში პირადი ინტერესებიდან გამომდინარე დაბრუნდა. მისი სამყარო ჩაკეტილია, მისი სამყარო პირად ეგოს არ სცდება. მისი ეგო გაჟღენთილია შიშებით, შფოთვებით, ღამის კოშმარებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იგი ამ არარეალისტურ სამყაროში ცხოვრობს და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი