ჯოზეფ ბორელი - ლიბანი-ისრაელის საზღვარზე და წითელ ზღვაში ესკალაციის მაღალი რისკი არსებობს

რეგიონში, ლიბანი-ისრაელის საზღვარზე და ასევე წითელ ზღვაში ესკალაციის მაღალი რისკი არსებობს და ჩვენ უნდა ავიცილოთ თავიდან. უნდა ავიცილოთ თავიდან ომის გავრცელება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, ლიბანის საზღვარზე ომი არავის ინტერესში არ არის.

„ომი უნდა შეწყდეს და არა გაფართოვდეს. ომის გაფართოების თავიდან აცილებისთვის ერთადერთი გამოსავალი არის ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის ძებნა და ეს მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე ვალდებულებას. არავის ინტერესშია, ლიბანის საზღვარზე მორიგი ომი, არავის ინტერესშია, საფრთხე შეუქმნას მოძრაობას, გემების ტრანსპორტირებას წითელ ზღვაში. კარგი, შეიძლება ეს ვიღაცის ინტერესებშია, მაგრამ რა თქმა უნდა არა კაცობრიობის ინტერესებში“, - აღნიშნა ბორელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა