ევროკომისარი ჯანდაცვის საკითხებში - „კოვიდ-19“ და მისი ვარიანტები ევროპაში სულ უფრო მეტად ვრცელდება - ვაქცინაცია თავდაცვის ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებად რჩება

„კოვიდ-19“ და მისი ვარიანტები ევროპაში სულ უფრო მეტად ვრცელდება, - ამის შესახებ ევროკომისარმა ჯანდაცვის საკითხებში, სტელა კირიაკიდესმა განაცხადა.

„ვაქცინაცია „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ თავდაცვის ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებად რჩება, განსაკუთრებით ყველაზე მეტად დაუცველთათვის. სექტემბერში ჯანდაცვის მინისტრებისთვის გაგზავნილ წერილში ხაზი გავუსვი „კოვიდ-19“-ისა და სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობას“, - განაცხადა სტელა კირიაკიდესმა.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ვირუსების გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელია ადეკვატური ტესტირება, თანმიმდევრულობა და მონაცემების გაზიარება.

ცნობისთვის, ხორვატიაში, ადგილობრივი მედიის ცნობით, გასული წლის 12-დან 18 დეკემბრის ჩათვლით „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული სიკვდილის 68 შემთხვევა დადასტურდა. მედია აღნიშნავს, რომ თუ მიმდინარე ტენდენციები შენარჩუნდება საბერძნეთში ყოველკვირეულად 80-მდე ადამიანის სიკვდილს პროგნოზირებენ, ხოლო იტალიაში 2023 წლის ბოლო ორ კვირაში „კოვიდ-19“-ისა და გრიპის შემთხვევებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა