ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, 2024 წელს რუსთაველის გამზირზე საგზაო სამუშაოები დაგეგმილი არ არის, მხოლოდ შენობების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია იგეგმება

დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, 2024 წელს რუსთაველის გამზირზე საგზაო სამუშაოები დაგეგმილი არ არის, მხოლოდ შენობების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია იგეგმება.

როგორც მან თბილისის მერიის მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტირებაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

„ჩვენ, რუსთაველის გამზირზე წელს დაგეგმილი გვაქვს, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, მხოლოდ შენობების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია. არანაირ საგზაო სამუშაოებზე საუბარი არ არის, როგორც ამას რამდენიმე ტელევიზია მიზანმიმართულად ავრცელებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირი საგზაო სამუშაოები წელს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი არ გვაქვს. ტენდერი უახლოეს პირობებში გამოცხადდება უკვე პროექტირებებზე. რამდენიმე ლოტად იქნება დაყოფილი. რამდენიმე თვეში ჩავიბარებთ ჩვენ ამ პროექტებს და დაახლოებით, მეორე კვარტალში უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერების გამოცხადება იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ