გია ვოლსკი - რასაც გორბაჩოვის ყოფილი მოკავშირე კუბილიუსი ლაპარაკობს ყოველგვარი მორალისგან არის დაცლილი - დავით კეზერაშვილის ფრთის ქვეშ გაერთიანებულ რადიკალურ ოპოზიციაში კუბილიუსს გარკვეული ლიდერის როლი უკავია

რასაც გორბაჩოვის ყოფილი მოკავშირე კუბილიუსი ლაპარაკობს ყოველგვარი მორალისგან არის დაცლილი - დავით კეზერაშვილის ფრთის ქვეშ გაერთიანებულ რადიკალურ ოპოზიციაში კუბილიუსს გარკვეული ლიდერის როლი უკავია, - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ევროპარლამენტარ ანდიურს კუბილიუსს, რომლის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს პარტიაში ოფიციალური თანამდებობა სანქციებისგან ვერ დაიცავს.

ვოლსკის შეფასებით, „ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა კუბილიუსებში გარკვეულ ისტერიკას იწვევს“.

მისივე თქმით, კუბილიუსის განცხადებები ფასეული არ არის.

„დიდი ალბათობით ანდრიუს კუბილიუსი, ისევე როგორც ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი საქართველოში ფინანსდება და მხარდაჭერილია დავით კეზერაშვილისგან, რომელმაც ქონება საქართველოს ბიუჯეტის ძარცვის ხარჯზე იშოვა და არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ ფულის შოვნას ევროპელი პენსიონერების ძარცვით განაგრძობს. კუბილიუსი, ისევე როგორც ლევან ხაბეიშვილი იმ დღის წესრიგში ჯდება, რასაც დავით კეზერაშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად ქმნის. ეს ერთი გუნდია, ერთი სისტემაა, ერთი სტრუქტურაა და ამ სტრუქტურიდან გადმოძახილი, რა ენაზეც არ უნდა იყოს, ერთ კონტექსტშია განსახილველი. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს ჩვენ არასდროს დაგვიმალავს ის, რომ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ყოფილ პრემიერ მინისტრს, რომელმაც კონკრეტული პოლიტიკური გუნდი შექმნა, ამ გუნდის გარკვეულ ლიდერებთან გარკვეულ თემაზე კონტაქტი ჰქონდეს, იყოს მასთან შეკითხვის ან კონსულტაციის საჭიროება, მაგრამ ეს მონაწილეობა ძალიან ლიმიტირებულია. არასდროს ბიძინა ივანიშვილს არ დაუშვია, რომ ეხელმძღვანელა მთავრობისთვის, პარტიისთვის ან პარლამენტისთვის მიეცა გარკვეული მითითებები“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში