ანრი ოხანაშვილი - ასეთი მასშტაბის ბოლშევიზმის გამოვლინება რადიკალური ჯგუფების მხრიდან არ მახსენდება

ასეთი მასშტაბის ბოლშევიზმის გამოვლინება რადიკალური ჯგუფების მხრიდან, არ მახსენდება - სხვა სივრცეს არ ტოვებს, რომ არა შესაბამისი საკანონმდებლო რეაგირება, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, აჩენს თუ არა ერთი კონკრეტული შემთხვევა, რომელიც სტალინის გამოსახულებასთან იყო დაკავშირებული, რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის კანონმდებლობის გამკაცრების საჭიროებას და ახსენდება თუ არა მსგავსი შემთხვევები.

მისივე თქმით, თუ ვინმეს რაიმე არ მოსწონს, ამის გამოხატვის და გაპროტესტების სხვა ფორმები არსებობს.

"ასეთი მასშტაბის ბოლშევიზმი და ასეთი მასშტაბის ბოლშევიკური ქმედება, რასაც ბოლშევიკები აკეთებდნენ, არავის გაუკეთებია და შესაბამისად, მასშტაბი, რაც მიიღო ამ ქმედებამ, ეს არის ყოვლად აღუწერელი და აუხსნელი. ამ ხალხს, ვინც ამას აკეთებს, დღეს არ დაუწყიათ ეს ქმედებები, უბრალოდ ეს იყო სრულიად სხვა მასშტაბის ქმედება, რომ იკადრეს და ტაძარში განახორციელეს ასეთი რამ.

რაც შეეხება მათ ნაბიჯებს, ეს ბევრად ადრეა დაწყებული, ეს ხალხი ებრძვის ეკლესიას, რელიგიას და ეს არ არის მხოლოდ ქრისტიანობას და მართლმადიდებლობას. ეს ბევრად ადრეა დაწყებული. ეს მასშტაბი, რაც ამან შეიძინა, სხვა სივრცეს არ ტოვებს, რომ არა, შესაბამისი საკანონმდებლო რეაგირება. ასეთი მასშტაბის ბოლშევიზმის გამოვლინება ამ რადიკალური ჯგუფების მხრიდან მე არ მახსენდება. როცა ამბობ, რომ რაღაცას ებრძვი და ამას აკეთებ ბოლშევიკური მეთოდებით, ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება.

თუ ვინმეს რაიმე არ მოსწონს, არსებობს ცივილური გამოხატვის ფორმა და ეს არის დემოკრატიის მონაპოვარი და არა რელიგიური შენობა - ნაგებობების და რელიგიური ნივთების შეურაცხყოფა. თუ ვინმეს რაიმე არ მოსწონს, ამის საჯაროდ და სხვადასხვა ფორმით გამოხატვის, გაპროტესტების ძალიან დიდი სივრცეა", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ინფორმაციისთვის, მმართველი უმრავლესობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე