ხარკოვში სასტუმროზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, დაშავებულია 11 ადამიანი, მათ შორის თურქი ჟურნალისტები

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ცენტრალურ ნაწილზე შეტევა განახორციელეს, ორი რაკეტა სასტუმროს შენობას მოხვდა და შემთხვევის ადგილზე ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფოდ გაგზავნეს სამაშველო ბრიგადები, პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

"დარტყმის დროს დაზიანდა სასტუმროს სამსართულიანი შენობა, ასევე იქვე გაჩერებული ავტომობილები. ხანძრის ფართობი დაახლოებით 20 კვადრატული მეტრი იყო. შენობიდან 8 ადამიანის ევაკუაცია მოხდა", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განმარტებით, თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის თურქი ჟურნალისტები.

„ხარკოვის ცენტრში მდებარე სასტუმროს ორი რაკეტა მოხვდა. იქ არც ერთი სამხედრო არ იმყოფებოდა, მაგრამ იყო 30 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთაგან 11 რუსული რაკეტებით დაიჭრა. დაშავებულთა შორის იყვნენ თურქი ჟურნალისტები. თერთმეტივე დაშავებული საავადმყოფოშია, ერთი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. სასტუმროს გარდა დაზიანდა საცხოვრებელი სახლები - ერთი კომუნალური, ერთი კერძო, მანქანების შოურუმი, საწარმოო", - განაცხადა მერმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე