ჯაბა სამუშიამ ტოკიოს მეტროპოლიტან უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, ტოკიოს (იაპონია) მეტროპოლიტან უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორთან ჰიროტაკე მაედასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა გაფორმებული მემორანდუმის მიზნებზე ისაუბრეს. როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, მემორანდუმი უნივერსიტეტებს შორის აკადემიურ თანამშრომლობას ისახავს მიზნად.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტოკიოს მეტროპოლიტან უნივერსიტეტი ხელშეკრულების ფარგლებში განვახორციელებთ გაცვლით პროგრამებს როგორც სტუდენტებისთვის, ასევე აკადემიური პერსონალისთვის; აგრეთვე, აქტიურად ვითანამშრომლებთ სამეცნიერო კვლევების მიმართულებით. ამის პოტენციალი და სურვილი ორივე უნივერსიტეტში არსებობს“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

პროფესორმა ჰიროტაკე მაედამ ხაზი გაუსვა უნივერსიტეტებს შორის კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის საკითხს.

„მემორანდუმის ფარგლებში გაიმართება ერთობლივი სიმპოზიუმები, საერთაშორისო კონფერენციები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი სტუდენტები და აკადემიური პერსონალი; ასევე, მოხდება სამეცნიერო ბაზებისა და სამეცნიერო მასალის გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს სამეცნიერო საქმიანობის განვითარებას “, - აღნიშნა ჰიროტაკე მაედამ.

თანამშრომლობის მემორანდუმს თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და ტოკიოს მეტროპოლიტან უნივერსიტეტის სამაგისტრო ჰუმანიტარული სკოლის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა მინაგავა მასაკიმ მოაწერეს ხელი.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა