აშშ-მა რუსეთს ჩრდილოეთ კორეიდან რაკეტების შეძენის გამო სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა სამ რუსულ კომპანიასა და ერთ ფიზიკურ პირს, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების გადაცემასა და გამოცდაში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„ჩვენ არ მოვერიდებით შემდგომი ქმედებების განხორციელებას. ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის გადაცემა მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ომს, ზრდის უკრაინელი ხალხის ტანჯვას და ძირს უთხრის იარაღის გაუვრცელებლობის გლობალურ რეჟიმს“, - განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას წინ უძღოდა შეერთებული შტატებისა და მისი პარტნიორების მიერ ორი დღის წინ ერთობლივი განცხადების გავრცელება, რომელიც გმობს ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის გადაცემას, მათ შორის რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტების შეძენას და მათ გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ 30 დეკემბერსა და 2 იანვარს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ