საქართველოს განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - პროექტების წარმოსადგენად ჩვენი კარი ღიაა ყველა დაინტერესებული ჯგუფისთვის, ვინც გაცხადებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს

განვითარების ფონდის კარი ღიაა ყველა დაინტერესებული ჯგუფისთვის, პროექტების წარმოსადგენად, ვინც აკმაყოფილებს ჩვენ მიერ გაცხადებულ კრიტერიუმებს,- ამის შესახებ საქართველოს განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, განვითარების ფონდის საინვესტიციო ბიუჯეტი 2 ნაწილად იყოფა, რომლის ყველაზე დიდი წილი მაღალტექნოლოგიურ და ეკომეგობრულ წარმოებაზე მოდის.

„ჩვენთვის მთავარია, რომ პროექტები იყოს ხარისხიანი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, პარტნიორებთან დავიწყოთ პროდუქტიული და აქტიური თანამშრომლობა.

რაც შეეხება სექტორებს, ჩვენი პრიორიტეტები არის განაწილებული შემდეგნაირად, გვაქვს გაყოფილი საინვესტიციო ბიუჯეტი 2 ნაწილად - 10% მოდის ინოვაციებსა და სტარტაპებზე, დანარჩენი 90% არის გადანაწილებული მაღალტექნოლოგიურ და ეკომეგობრულ წარმოებაზე. ასევე არის ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების ხელშეწყობა, იქვე არის იმპორტდამოკიდებულების შემცირება და ასევე, გვაქვს ინტერესი, რომ მაღალტექნოლოგიური, ლოჯისტიკური მიმართულებით თუკი იქნება რამე პროექტი, ჩვენი თავი იქაც დავინახოთ და ხელი შევუწყოთ ამ სისტემის განვითარებას.

კონკურსის ტიპი ფონდში არ არის, ფონდის კარი ღიაა ყველა დაინტერესებული ჯგუფისთვის, ვინც აკმაყოფილებს ჩვენ მიერ გაცხადებულ კრიტერიუმებს. პროექტების მიღება შეგვიძლია ფიზიკურადაც, ელექტრონულადაც. როგორც კი პროექტი შემოდის, მის განხილვას იწყებს ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტი და საკმაოდ ინტერაქტიულები და კომუნიკაბელურები ვართ, ამიტომ არავის ექნება პრობლემა ჩვენთან ურთიერთობის. მთავარია ვაკმაყოფილებთ იმ პრიორიტეტებს, რომელიც ჩვენ მიერ არის საჯაროდ გაცხადებული“,- განაცხადა ბუგიანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო