ანონსი 15 იანვარი

15 იანვარს, 10:00 საათზე, „ლელოს“ ცენტრალური ოფისში ახალარჩეული პოლიტსაბჭოს პირველი სხდომა გაიმართება.

15 იანვარს, 11:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში „ლიბერთი ბანკის“ საკითხთან დაკავშირებით დამატებით მტკიცებულებებს შეიტანს.

თემა: „ლიბერთი ბანკის“ თაღლითური სქემა.

მის: უნივერსიტეტის ქუჩა 2ა

15 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ივანიშვილის ტელევიზიები“.

15 იანვარს, 11:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს.

თემა: „ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული პუნქტი - დეოლიგარქიზაცია“.

მის: საქართველოს პარლამენტი (მაყაშვილების დარბაზი)

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

15 იანვარს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ვირუსების გავრცელების მხრივ არსებული მდგომარეობა, ავადობის მაჩვენებელი“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

15 იანვარს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გაიმართება.

15 იანვარს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას # 7

15 იანვარს, 18:30 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში 2023 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართება. საკონტაქტო: ნანუკა ავალიძე - 593 524 324

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ