გია ხუხაშვილი - ივანიშვილის ბიჭებს ამბიციები გაუჩნდათ, გარკვეულწილად ბიძინაც თვალში ეპატარავებათ - ისინი რომ მიუშვას და არჩევნების მოგებას მათი სახელი დაერქვას, ამას ბიძინა როგორ გადაიტანს

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დასახმარებლად კი არ მოვიდა, არამედ საკუთარი პოზიციების შენარჩუნების მიზნით, რათა თავისი ძალაუფლება შეინარჩუნოს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ოპოზიციას და ხელისუფლებას სერიოზული გადაჯგუფება მოუწევს იმისათვის, რომ საარჩევნო წელს ახალ პოლიტიკურ ციკლში შევიდეთ.

როგორც მან აღნიშნა, პირველ ეტაპზე, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი თავის ინსტიტუციონალიზმი მოახდინა, რათა პირადად მის მიმართ მიმართული რისკები დაეზღვია.

ბიძინა ივანიშვილის ამ ნაბიჯს დაბრუნებად არ განვიხილავდი, რადგან არავის არ ჰქონია განცდა, რომ ის სადმე წასული იყო. ეს უფრო მისი ლეგალიზებაა პოლიტიკაში. ახლა ოპოზიციას და ხელისუფლებას სერიოზული გადაჯგუფება მოუწევს იმისათვის, რომ საარჩევნო წელს ახალ პოლიტიკურ ციკლში, მოცემულობაში შევიდეთ, ასევე, არამხოლოდ მათ, არამედ მთლიანად საზოგადოებას. გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ნაბიჯი სპონტანურად არ გადაუდგამს, მას გარკვეული მოტივები აქვს. ჩვენ ამ მოტივების იდენტიფიცირება სწორად უნდა მოვახდინოთ და პოლიტიკური პროცესი ამას უნდა მოერგოს. იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ასეა - დღეს ეს პოლიტიკა ერთი კაცის ირგვლივ ტრიალებს.

მე არ მესმის, ამ პერიოდში რატომ უნდა გამოჩენილიყო ბიძინა ივანიშვილი, მას გარკვეული მოტივები, მოსაზრებები, შფოთვები, შიშები აქვს, რის გამოც ის დაბრუნდა. მან პირველ ეტაპზე, თავისი ამოცანა გადაწყვიტა, ანუ საკუთარი თავის ინსტიტუციონალიზმი მოახდინა იმისათვის, რომ პირადად მის მიმართ მიმართული რისკები დაეზღვია. ამ ეტაპზე, მან ეს ამოცანა შეასრულა. მისი ლეგალიზებით პოლიტიკაში გარკვეულწილად კიდევ ერთი ბარიერი დააყენა, მის მიმართ გარკვეული ქმედებების გზაზე, როგორც თვითონ ფიქრობს, რომ მოსალოდნელია დასავლეთის მხრიდან. ასევე, როგორც ჩანს მის დისტანციურ მართვას შეექმნა გარკვეული პრობლემები, ეს მისი ახალგაზრდა ბიჭები, დაფრთიანებულები, როგორც ჩანს, მის დირექტივებს შეფერხებებით ასრულებდნენ. მან ჩათვალა, რომ იმისათვის, რომ ძალაუფლების აბსოლუტი,რაც არის მისი მართვის ფილოსოფიიდან გამომდინარე ერთადერთი მოდელია, როგორც შეიძლება ქვეყნის მართვა, ამ აბსოლუტთან დაკავშირებით გარკვეული ბზარი გაჩნდა, მას ხელით მართვაზე დასჭირდა გადასვლა, რომ შიდა სტაბილურობა აღადგინოს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

გარდა ამისა, ხუხაშვილის მოსაზრებით, დღეს „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ოპონენტები ისეთ პრობლემებს ვერ უქმნიან, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი ჩარევა ყოფილიყო საჭირო.

„დღეის მდგომარეობით პოლიტიკური ოპონენტები „ქართულ ოცნებას“ ისეთ პრობლემებს ვერ უქმნიან, რომ ბიძინა ივანიშვილის ასეთი პირდაპირი ჩარევა ყოფილიყო საჭირო. ბიძინა ივანიშვილი, {ამ გზას} იმისთვის კი არ დაადგა, რომ „ქართულ ოცნებას“ დაეხმაროს, არამედ დაადგა იმისათვის, რომ ეს აბსოლუტი დაერღვა, ანუ ტელეფონით მართვა გაუჭირდა. რატომ? - იმიტომ, რომ იშოვეს დიდი ფული, იგივე ღარიბაშვილის, კალაძის და კობახიძის ბუჩქებიდან გამომძვრალი ბიჭების დაჯგუფებამ. მათ რაღაც ამბიციები გაუჩნდათ, გარკვეულწილად ბიძინაც თვალში ეპატარავებათ. ბიძინამ, რომ ესენი მიუშვას და არჩევნების მოგებას ამათი სახელი რომ დაერქვას, ამას ბიძინა როგორ გადაიტანს, მაშინ ეს ყველაფერი თავზე ჩამოენგრევა.

ბიძინას ლეგალიზება პოლიტიკაში ოპოზიციას ფოკუსის გასწორების საშუალებას აძლევს, მაგრამ გარკვეული გადალაგება ამას სჭირდება. მთავარი ოპოზიციური კოალიციები კი არ არის, მთავარია კოალიცია ხალხთან. ანუ პარტიებმა ამომრჩევლის მოზიდვა უნდა მოახერხონ“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება აქვს, პოლიტოლოგის თქმით, ამით ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უთხარა, რომ „შენ ნუ გაგიჩნდება ილუზია, რომ ვიღაცა ხარ, იცოდე, რომ არარაობა ხარ, ხოლო გარეთ ყველას უთხრა, რომ „მე ვარ აქ ბოსი“. ასევე, თავის ბიჭებს უთხრა, რომ „ტელეფონი აიღეთ, როცა გირეკავთ და რასაც გეტყვით ის აკეთეთ“.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ