თსუ-ს რექტორი მზექალა შანიძეს დაბადების დღეს ულოცავს

დღეს ჩვენი გამორჩეული მეცნიერი, თსუ ემერიტუსი პროფესორი, აკადემიკოსი და ფილოლოგი მზექალა შანიძე იუბილარია - მას 98 წელი შეუსრულდა, - ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოსი ჯაბა სამუშიას მისალოც წერილში.

სამუშიას თქმით, მზექალა შანიძის როლი მნიშვნელოვანია ქართველოლოგიური საკითხების, ქართული სამწიგნობრო ტრადიციების საწყისის, ქართული თარგმანის ისტორიის კვლევის საქმეში.

„ვულოცავ მთელი გულით, ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას ვუსურვებ.

რთულია მილოცვაში წარმოაჩინო ქალბატონი მზექალას დამსახურება უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე. მიუხედავად თავისი ასაკისა, ის გამორჩეულად თანამედროვე მეცნიერია. იგი თავისი პროფესიის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და საქმისადმი დამოკიდებულებით მისაბაძი და სამაგალითო ადამიანია მომავალი თაობებისთვის, გარშემომყოფებისა და ქვეყნისთვის.

მნიშვნელოვანია მისი როლი ქართველოლოგიური საკითხების, ქართული სამწიგნობრო ტრადიციების საწყისის, ქართული თარგმანის ისტორიის კვლევის საქმეში. იგი ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, ხოლო მისი კვლევის სფერო ფართოა.

სამეცნიერო ნაშრომებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულების ავთენტური ტექსტის დადგენასა და გამოცემას. აგრეთვე, სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში აღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა მეცნიერულ შესწავლას. ყოველი მისი ნაშრომი საოცარი ფუნდამენტურებით გამოირჩევა, ამიტომაც, ყოველმხრივ სასიხარულო და საამაყოა მისი მუდმივი კავშირი ჩვენს უნივერსიტეტთან. თსუ ხომ ქალბატონი მზექალას მსგავსი მეცნიერების გამოცდილებაზე, მათ გაკვალულ გზასა და მათ მიერ აღზრდილ თაობებზე დგას. კიდევ ერთხელ ვულოცავ, ჩვენი ქვეყნისა და უნივერსიტეტის საამაყო მეცნიერს, ქალბატონ მზექალას, 98 წლის იუბილეს!

ვუსურვებ და ჩვენი ქვეყნისთვისაც ვისურვებ, რომ კიდევ და კიდევ მრავალი წელი ემსახუროს თსუ-სა და ქართულ მეცნიერებას თავისი ნიჭითა და გამოცდილები“თ,- ნათქვამია მილოცვაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე