ანა ნაცვლიშვილი - შალვა პაპუაშვილმა ისრების სხვაგან გადატანას თავი დაანებოს და საზოგადოებას უთხრას, რას ფიქრობს სტალინის როლზე - თქვას, რა ფაქტორი იყო სტალინი - დადებითი თუ უარყოფითი

შალვა პაპუაშვილმა ისრების სხვაგან გადატანას თავი დაანებოს და საზოგადოებას, მათ შორის, ქართული ეკლესიის გულშემატკივრებს უთხრას, რას ფიქრობს სტალინის როლზე საქართველოსა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში - თქვას, რა ფაქტორი იყო სტალინი - დადებითი თუ უარყოფითი, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში, „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.

ნაცვლიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოზიციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „თუ პაპუაშვილისთვის სტალინთან ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაა, მისი საქმე კარგად ყოფილა“.

ნაცვლიშვილის თქმით, საკითხი ვერ ჩაიკეტება იმ ჩარჩოში, სადაც ჩაკეტვას „ქართული ოცნება“ ცდილობს.

„ამ დრომდე არ მომისმენია შალვა პაპუაშვილის შეფასება სტალინთან დაკავშირებით. ამ დღეების განმავლობაში ძალიან სერიოზული დისკუსია გაიხსნა და ვფიქრობ, რომ პაპუაშვილი როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის ერთ-ერთი სახე ვალდებულია საზოგადოებას უთხრას, რას ფიქრობს იოსებ სტალინთან და სტალინის როლთან დაკავშირებით საქართველოსა და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ. აღნიშნულ საკითხს ვერ გაექცევიან. გავიდა რამდენიმე დღე და ამ თემაზე დუმილს ინარჩუნებენ. საინტერესოა, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტები სტალინისთვის ხოტბის შესხმით დაკავდნენ. მივმართავ შალვა პაპუაშვილს, თქვას, რას ფიქრობს, სტალინის როლზე საქართველოს სახელმწიფოს და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ