ვატო სურგულაძე - როდესაც ადამიანი არ არის მართალი, შეურაცხყოფაზე და ბრაზზე გადადის - უკაცრავად, ბატონო კახი, თქვენ სად იყავით 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ?

როდესაც ადამიანი არ არის მართალი, ის შეურაცხყოფაზე და ბრაზზე გადადის, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში პარტია „ლელოს“ წევრმა, ვატო სურგულაძემ განაცხადა, რითაც თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კალაძე აცხადებს, რომ „მამუკა ხაზარაძე პირველი იყო, ვინც ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო“.

როგორც სურგულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “რეზიუმეში“ განაცხადა, არ ახსენდება თბილისის მერიის მიერ დროულად და ხარისხიანად შესრულებული პროექტი.

“როგორ შეიძლება სულ ვიღაცას, რაღაცა დააბრალო. ვინ აირჩიეს, კომპანია, რომელიც „გუთენთრაკენის“ სტანდარტებით მუშაობს? [კალაძე] რომ ამბობს: „იქ დარჩებითო“, ზუსტად, ისინი დარჩებიან „იქ“. არც უნდათ იქიდან გამოსვლა, რაც ქალაქის მერმა იგულისხმა, ზუსტად, „გუთენთრაკენის“ სტანდარტებში დარჩებიან.

საქმე იმაშია, რომ ტექნიკურ საქმეს ვერ აკეთებენ, ვერ აკონტროლებენ. ვითომ დიდი პროექტები: ვაკის პარკი - ბავშვი მოვკალით? დღემდე არ არის გაკეთებული. ისეთი კომპანია აირჩიეს, რომლის არჩევაც არ შეიძლებოდა და აქაც ისევ ვიღაცას გადააბრალეს, იმის ნაცვლად, რომ ვიცე-მერს პოსტი დაეტოვებინა ან ციხეში ჩამჯდარიყო. გლდანის გზას 3 წელი რომ აკეთებდნენ, პირველ წვიმაზე ჩამოეშალათ. რომელი პროექტი გააკეთეს დროულად , ხარისხიანად? ვის ეტრაბახება? რა განვითარება, უგემოვნო , უხარისხო განვითარება?“,- განაცხადა სურგულაძემ.

სურგულაძის თქმით, „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე თბილისი მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

„უზრდელობაზე გადასვლა და ყოფილ „ნაცგუნდს“ რომ იძახის, უკაცრავად, მაგრამ ბატონო კახი, თქვენ სად იყავით 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ? ვისთან შეკარით კომპანია? „ნაციონალური მოძრაობის“ დროს პრემიერ-მინისტრ, ზურაბ ნოღაიდელთან რომ შექმნა კომპანია.

მამუკა ხაზარაძე კახა კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს და სასამართლოში შეხვდებიან. ახლა თუ არ შეხვდებიან, ჯობია 27 ოქტომბერს ბილეთი აიღოს“, - განაცხადა სურგულაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით