ავთანდილ წულაძე - დასავლეთი შეეცდება შავი ზღვიდან რუსეთისა და ჩინეთის განდევნას, მაგრამ, ჯერ ყოყმანობს და საბოლოოდ არაა ჩამოყალიბებული, ამიტომაა გაურკვევლობა, რის გამოც „შუა დერეფნის“ პროექტი კითხვის ნიშნის ქვეშაა

საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“, პოლიტიკის ანალიტიკოსს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.

- ბატონო ავთანდილ, დავოსის წლევანდელი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი საკმაოდ საინტერესო და პოლიტიზებული აღმოჩნდა, რადგან, მასში მონაწილე ლიდერებმა კონსოლიდირებულად დაუჭირეს მხარი უკრაინა-რუსეთის ომში უკრაინას.

ეს ასე მოხდა არა მხოლოდ იმის გამო, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩასული იყო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ფორუმის ფარგლებში უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი განცხადებები გაკეთდა. ურსულა ფორ დერ ლაიენმა განაცხადა - „უკრაინას გამარჯვება შეუძლია, მაგრამ მას მხარდაჭერა სჭირდება. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ „გერმანია უკრაინის მხარდაჭერას გააორმაგებს“.

უკრაინაში რუსულ აგრესიაზე ფორუმის ფარგლებში ბევრი იმსჯელეს და ერთობლივი გეგმებიც დასახეს. უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით თქვენ როგორ შეაფასებდით დავოსის ეკონომიკური ფორუმის შედეგებს?

- მთავარი ისაა, რომ ევროპა იძულებულია დამოუკიდებელი მსოფლიო ცენტრი გახდეს. ასეა იმიტომ, რომ აშშ-ში სიტუაცია რთულია. დავოსის ფორუმის მონაწილეებმა აღნიშნეს რომ იმ შემთხვევაში თუ აშშ-ში ტრამპი გახდა პრეზიდენტი, ფაქტობრივად, ევროპა ერთი-ერთზე დარჩება რუსული აგრესიის წინაშე. უკრაინაზე ევროპის ლიდერების განცხადებები ამითაა განპირობებული.

დავოსის ეკონომიკური ფორუმი გლობალისტების ფორუმად ითვლება. ამ ფორუმს ტყუილად არ ჰქვია ეკონომიკური. გლობალიზაციის პროცესი ათწლეულებია მიმდინარეობს. ამგვარი გლობალისტური მიდგომა ითვალისწინებს ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტაციას. ყველაფერს წინ უძღვის ეკონომიკა. ასეთია გლობალისტების პოზიცია და მათ არ სჭირდებათ ომები და კონფლიქტები. გლობალისტებისთვის მთავარია მოგება ნახონ და მიიღონ. სტრატეგია Win-win-ი, უნდა მოქმედებდეს, როცა ორივე მხარე იგებს.

მთავარი ისაა, რომ ევროპა იძულებულია დამოუკიდებელი მსოფლიო ცენტრი გახდეს. ასეა იმიტომ, რომ აშშ-ში სიტუაცია რთულია. დავოსის ფორუმის მონაწილეებმა აღნიშნეს რომ იმ შემთხვევაში თუ აშშ-ში ტრამპი გახდა პრეზიდენტი, ფაქტობრივად, ევროპა ერთი-ერთზე დარჩება რუსული აგრესიის წინაშე. უკრაინაზე ევროპის ლიდერების განცხადებები ამითაა განპირობებული

ამ ფორუმის მთავარი შედეგი არის ის, რომ დღევანდელ პირობებში დეგლობალიზაციის პროცესები, რომელსაც თან სდევს კონფლიქტების გამრავლება, აშკარად აჩქარებულია. ასეთ ვითარებაში ეკონომიკა აღარ არის პირველ ადგილზე ბევრი ქვეყნებისთვის. ახლა აქტუალური თემაა ეროვნული უსაფრთხოების საკითხები.

როცა ყველაზე აქტუალური საკითხია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები დავოსის ეკონომიკური ფორუმი კარგავს თავის მნიშვნელობას. დავოსის ფორუმი აქტუალურია გლობალიზაციის პირობებში, როცა ყველა შეთანხმებულია იმაზე, რომ მთავარია მხარეებმა რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ.

როცა ყველაზე აქტუალური საკითხია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები დავოსის ეკონომიკური ფორუმი კარგავს თავის მნიშვნელობას. დავოსის ფორუმი აქტუალურია გლობალიზაციის პირობებში, როცა ყველა შეთანხმებულია იმაზე, რომ მთავარია მხარეებმა რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ

- თუ გლობალურმა მოთამაშეებმა და ცხადად დაინახეს მათი ქვეყნების უსაფრთხოების პრობლემები, წესით, მათ კორექტივები უნდა შეიტანონ თავის საგარეო პოლიტიკაში?

- რა თქმა უნდა, მაგრამ, დავოსის ფორუმი წარუმატებელი იყო იმ მხრივ, რომ გლობალიზაციის ეს კონცეფცია უკვე არ მუშაობს. არ გამოდის ამ პროცესების მართვა და ინტერესების ერთმანეთთან შეთანხმება. ამიტომ, მომავალში დავოსის ფორუმს სულ მეტად ექნება ნაკლები მნიშვნელობა.

დავოსის ფორუმი წარუმატებელი იყო იმ მხრივ, რომ გლობალიზაციის მისი კონცეფცია უკვე არ მუშაობს. არ გამოდის ამ პროცესების მართვა და ინტერესების ერთმანეთთან შეთანხმება. ამიტომ, მომავალში დავოსის ფორუმს სულ მეტად ექნება ნაკლები მნიშვნელობა

- ევროპა და ამერიკა 2024 წელს უკრაინას ეკონომიკურად, ფინანსურად და სამხედრო ტექნიკის მიწოდების თვალსაზრისით იმაზე მეტად დაეხმარებიან, ვიდრე კრემლში ვარაუდობდნენ.

რუსულ ეკონომიკას ბევრი თვალსაზრისით უჭირს, მაგრამ, საქმეში ჩახედული ხალხის მტკიცებით, რუსეთმა შეძლო ეკონომიკის სამხედრო რელსებზე გადაყვანა და სამხედრო ტექნიკის გამოშვებაც დაიწყო.

ახლა უკრაინაში ერთმანეთს დასავლეთის ეკონომიკური და სამხედრო რესურსები და რუსეთის ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი უპირისპირდება. რესურსები დასავლეთს მეტი აქვს, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, შეძლებს დასავლეთი თავისი რესურსების მობილიზებას იმისთვის, რომ უკრაინამ ომი რუსეთთან არ წააგოს?

- საერთოდ, გლობალური ომი არის რესურსების შეჯიბრება. გერმანიამ მეორე მსოფლიო ომი იმიტომ წააგო, რომ სსრკ-ს და მის მოკავშირეებს მეტი რესურსები ჰქონდათ. ახლა დასავლეთის და რუსეთის რესურსები რომ შევადაროთ, დასავლეთს რუსეთთან შედარებით გაცილებით მეტი რესურსები აქვს.

მარტო ევროპასაც შეუძლია დააფინანსოს უკრაინა. რესურსების თვალსაზრისით დასავლეთს რუსეთთან აშკარად აქვს უპირატესობა. თან, დასავლეთისთვის თანხების პრობლემა არ არის პრობლემა.

ახლა დასავლეთის და რუსეთის რესურსები რომ შევადაროთ, დასავლეთს რუსეთთან შედარებით გაცილებით მეტი რესურსები აქვს

საქმე ისაა, რომ რუსეთი ახლა ომობს და უკვე ქმნის სამხედრო ეკონომიკას, ევროპის ქვეყნები ჯერჯერობით არ თვლიან რომ ომობენ. ამაშია განსხვავება. ევროპის ქვეყნები ბიუჯეტებს პრიორიტეტების გათვალისწინებით ანაწილებენ. ომი უკრაინაში, რუსეთთან დაპირისპირება არაა მათი პრიორიტეტი. ევროპის ქვეყნებში პრობლემა ფულის პრიორიტეტების გადანაწილებაშია. რუსეთში კი გაზარდეს ომის ხარჯები.

საქმე ისაა, რომ რუსეთი ახლა ომობს და უკვე ქმნის სამხედრო ეკონომიკას, ევროპის ქვეყნები ჯერჯერობით არ თვლიან რომ ომობენ. ამაშია განსხვავება

ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში სამხედრო ბიუჯეტი რომ გაიზარდოს, ხალხს უნდა უთხრა რატომ ზრდი სამხედრო ხარჯებს, რატომ ეხებათ მათ ომი უკრაინაში და ასე შემდეგ. ევროპაში მხოლოდ ახლა ხდება იმის გააზრება რომ რუსეთთან ომშია ჩართული. ვიმეორებ, ის თანხები, რომელიც უკრაინის ომს სჭირდება, პრობლემა საერთოდ არაა. პრობლემა არის პოლიტიკური.

- თქვენ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრაპის შესაძლო გამარჯვება ახსენეთ. როგორც ჩანს, მოვლენათა ასეთი განვითარება არ გამოირიცხება.

ალბათ ამიტომაცაა, რომ ბაიდენი ახლა ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც მომავალში შეუქცევადად აქცევს ამერიკის მიერ უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებას.

თუ ჩვენ ისევ ტრაპის თემას დავუბრუნდებით, ტრამპის ამერიკულ არჩევნებში მონაწილეობისა და გაპრეზიდენტების თემა კვლავ აქტუალურია?

- ჩემი აზრით, მსოფლიოში რაც მეტი კონფლიქტი იქნება, არსებულ კონფლიქტებს ახლა კიდევ ერთი დაემატა, მხედველობაში მაქვს ამერიკელების მიერ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ ბრძოლა. გარდა ამისა, ახლა გამწვავდა ვითარება პაკისტანსა და ირანს შორის. არაა გამორიცხული ამ ტიპის კონფლიქტები კიდევ გაიზარდოს.

ამ თვალსაზრისით კანონზომიერება ასეთია - მსოფლიოში რაც მეტი დაძაბულობა იქნება, ტრამპს ნაკლები ექნება შანსი გაიმარჯვოს საპრეზიდენტო არჩევნებში. ასეა იმიტომ, რომ აშშ იძულებული იქნება უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა მსოფლიოს კონფლიქტებში და არა მარტო ჰუსიტებთან დაკავშირებით.

მსოფლიოში რაც მეტი დაძაბულობა იქნება, ტრამპს ნაკლები ექნება შანსი გაიმარჯვოს საპრეზიდენტო არჩევნებში

არაა გამორიცხული ახლო აღმოსავლეთში ისეთი ვითარება შეიქმნას, რომ აშშ-ს რეალურად მოუწიოს ომში მონაწილეობა.

- მაგრამ, ტრამპის არჩევის შემთხვევაში მოვლენათა ასეთი განვითარება შესაძლებელი არ იქნება?

- ტრამპი იყო აშშ-ს პრეზიდენტი და ჩვენ ვნახეთ, რომ მას საერთაშორისო პოლიტიკაში დიდი მიღწევები არ ჰქონია.

არჩევის შემთხვევაში ტრამპიც იძულებული იქნება გამოიყენოს სამხედრო ძალა. თუ იმ პერიოდისთვის კონფლიქტები გამწვავდა, ცხადი იქნება, რომ აშშ იზოლაციონისტურ პოლიტიკას ვეღარ გაატარებს.

- ჩინეთის თემას მინდა შევეხო.

ვხედავთ, რომ ჩრდილოეთ კორეა იარაღს აწვდის რუსეთს. პეკინი უკრაინა-რუსეთის ომში თითქოს არ ერევა, მაგრამ, ფაქტია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ჩრდილოეთ კორეის მოქმედებები ჩინეთის პასუხისმგებლობაა. ჩინეთს რომ არ უნდოდეს ჩრდილოეთ კორეა რუსეთს სამხედრო იარაღს ვერ მიაწოდებდა.

გარდა იმისა, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობა არ ხვდება პრეზიდენტ ზელენსკის, ისინი ასევე არ ხვდებიან კიევის ხელისუფლების წარმომადგენლებს.

თქვენი აზრით, უკრაინა-რუსეთის ომში რა თამაშს რუსეთი?

- უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთი დაახლოებით ისეთ თამაშს თამაშობს, როგორც ამავე ომში დასავლეთი თამაშობს უკრაინასთან. ჩინეთი რუსეთს იმდენ იარაღს აწვდის, რამდენიც საჭიროა, რომ რუსეთმა ომი არ წააგოს. დასავლეთიც ასე იქცევა, უკრაინას აწვდის იმდენ იარაღს, რომ უკრაინამ თავი დაიცვას, მაგრამ, შეტევაზე არ გადავიდეს. ჩინეთს შეუძლია რუსეთს მეტი იარაღი მიაწოდოს, მაგრამ ამას არ აკეთებს.

ჩინეთი რუსეთს იმდენ იარაღს აწვდის, რამდენიც საჭიროა, რომ რუსეთმა ომი არ წააგოს. დასავლეთიც ასე იქცევა, უკრაინას აწვდის იმდენ იარაღს, რომ უკრაინამ თავი დაიცვას, მაგრამ, შეტევაზე არ გადავიდეს. ჩინეთს შეუძლია რუსეთს მეტი იარაღი მიაწოდოს, მაგრამ ამას არ აკეთებს

უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მიზანი იყო სიტუაციის გაყინვა და ვითარების დაბალანსება და ასეთ ვითარებაში გაგრძელებულიყო ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩინეთს არ აწყობს უკრაინა-რუსეთის ომში რუსეთის დამარცხება და რუსეთში ხელისუფლების ცვლილება. რატომ? იმიტომ, რომ ასეთ ვითარებაში პროცესებმა რუსეთში, შესაძლოა, არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღოს. უკრაინასთან მიმართებაში როგორც დასავლეთის, ისე ჩინეთის პოლიტიკა მოძველდა და ორივე მხარეს მოიწევს მისი შეცვლა.

უკრაინასთან მიმართებაში როგორც დასავლეთის, ისე ჩინეთის პოლიტიკა მოძველდა და ორივე მხარეს მოიწევს მისი შეცვლა

- საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში იმყოფებოდა.

გასაგებია, რომ ჩინეთი დიდი ქვეყანაა და მასთან უნდა ვცდილობდეთ გვქონდეს კარგი ურთიერთობები. როგორც ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საქართველოზე, როგორც „შუა დერეფანზე“. ამ თემაზე ბევრ მასალას გავეცანი, შესაძლოა ვცდები, მაგრამ, ჯერჯერობით მკაფიოდ არ ჩანს, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს „შუა დერეფანს“.

ვითარებაში, როცა დიდი მოთამაშეები, იგივე ჩინეთი და თურქეთი, ტვირთების ტრანსპორტირების მარშრუტებში არ არიან შეთანხმებული, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ „შუა დერეფანს“, კარგი პერსპექტივა აქვს?

- იმ ვითარებაში, რომელიც დღეს ამ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს, რთულია რამის კონკრეტულად თქმა. ფაქტი ისაა, რომ შავი ზღვა კონფლიქტის არენადაა ქცეული.

დასავლეთი შეეცდება შავი ზღვიდან რუსეთისა და ჩინეთის განდევნას, მაგრამ, დასავლეთი ჯერ ყოყმანობს და საბოლოოდ არაა ჩამოყალიბებული, ამიტომაა გაურკვევლობა და რის გამო „შუა დერეფნის“ პროექტი კითხვის ნიშნის ქვეშ.

- საქართველოზე რომ „შუა დერეფანმა“ გაიაროს, ამაზე დასავლეთი, აშშ და ჩინეთი ვერ შეთანხმდებიან? მათ შორის შეთანხმების ალბათობა არ არსებობს?

- საერთოდ, მსოფლიოს ცენტრებს შორის არსებობს უთანხმოებები. ევროპა, ჩინეთი, აშშ ვერ ახერხებენ შეთანხმებას გლობალიზაციის Win-win-ის სტრატეგიის ლოზუნგზე. ანუ იმაზე, რაც აქამდე იყო და ყველა იგებდა.

დღეს არსებულ ვითარებაში, Win-win-ის სტრატეგიაზე, როცა ყველა იგებს შეთანხმება შეუძლებელია. ვიღაცა მოიგებს, ვიღაცა წააგებს. ამის გამოა ის კონფლიქტები, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს. რომელიღაცა ძალა უნდა იყოს დომინანტურ მდგომარეობაში.

- კავკასიის რეგიონში ახლა დომინანტურ მდგომარეობაში ვინაა?

- კავკასიის რეგიონში ახლა დომინანტური მდგომარეობა არავის აქვს. ასეა იმიტომ რომ კავკასიის რეგიონი ჯერ არაა დიდი მოთამაშეების ფოკუსში. სხვათა შორის, საბედნიეროდ, კარგია რომ ასეა.

ჟურნალ „პოლიტიკო“-ში დავოსის ფორუმზე საინტერესო მასალა გამოქვეყნდა. სტატიაში გაკრიტიკებულია დავოსის ფორუმი. მასში ნათქვამია, რომ დავოსის ფორუმი არის მდიდრების ფორუმი.

კავკასიის რეგიონში ახლა დომინანტური მდგომარეობა არავის აქვს. ასეა იმიტომ რომ კავკასიის რეგიონი ჯერ არაა დიდი მოთამაშეების ფოკუსში. სხვათა შორის, საბედნიეროდ, კარგია რომ ასეა

მათი ინტერესია კარგი ცხოვრება და ისინი ვერ ხედავენ იმ პრობლემებს, რომლებიც მიწაზე რეალურად არსებობს. მათი მტკიცებით, ფორუმი „რეალობასაა მოწყვეტილი“.

- ანუ, გამოდის, საქართველომ ჩინეთის მიმართულებით მოძრაობები უნდა აკეთოს, მაგრამ, ამ მოძრაობებსა არ აქვს დიდი მნიშვნელობა?

- ჩინეთის მიმართულებით საქართველოს მოძრაობები ტაქტიკურად სწორია იმიტომ რომ გაურკვევლობა ბალანსდება.

რაც შეეხება სტრატეგიას, სტრატეგია საქართველოს კი არა, დიდ ქვეყნებსაც არ აქვთ შემუშავებული სტრატეგიები. ასეთ ვითარებაში საქართველომ რა სტრატეგია უნდა დაუპირისპიროს ჩინეთს, ან შეერთებულ შტატებს?

რაც შეეხება დავოსის ბოლო ფორუმს. იგი წარუმატებელი იყო იმის გამო, რომ როგორც ჩანს, გლობალიზაციის ეპოქა სრულდება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ