ირაკლი ქადაგიშვილი „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ ანგარიშზე - პატიმარს სიმარტოვეს რა უმსუბუქებს? ალბათ, ცოლი ან ოჯახის წევრი და მეუღლემ მიაკითხოს ხოლმე სააკაშვილს - გასეირნების უზრუნველყოფა შეიძლება

ყველა რეკომენდაცია შეიძლება შვედეთსა და ნორვეგიაში არ იყოს გათვალისწინებული - გასეირნებას რაც შეეხება, ამის უზრუნველყოფა შეიძლება, - ასე ეხმიანება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის და სხვა პატიმრების პირობების შესახებ „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ დასკვნასა და გაცემულ რეკომენდაციებს.

ქადაგიშვილის თქმით, დასკვნა ხაზს უსვამს, რომ ქვეყანას პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობის კუთხით ხელშესახები პროგრესი აქვს და რეფორმების გზაზე სწორი მიმართულებით მიდის. მისივე თქმით, თუ რაიმე კიდევ დასახვეწია, ამას გაითვალისწინებენ.

ქადაგიშვილის განცხადებით, დასკვნა ცხადყოფს, რომ ყველა პატიმარი, მათ შორის, სააკაშვილი იმყოფება იმ პირობებში, რომელიც ევროპულ სტანდარტს შეესაბამება და ოპოზიცია ამ საკითხზე სპეკულირებდა.

„თუ დავაკვირდებით რეკომენდაციებს, შეიძლება შვედეთსა და ნორვეგიაშიც არ იყოს ყველა ეს რეკომენდაცია გათვალისწინებული. სიმარტოვეს რაც შეეხება, პატიმრის სიმარტოვეს რა უმსუბუქებს - ალბათ, ცოლი ან ოჯახის წევრი და რა ვიცი, მეუღლემ მიაკითხოს ხოლმე. აი, გასეირნების საკითხი, შეიძლება რეალური იყოს. გასეირნების უზრუნველყოფა შეიძლება, იმ ტერიტორიაზე ცალკე პირობა შეიძლება შეიქმნას გასეირნების, ეს რეალური საკითხია. პატიმარი რომ სიმარტოვეს განიცდის, ამის კომპენსაცია ოჯახის წევრმა უნდა გაუწიოს - მეუღლემ, შვილმა, რა გითხრათ ახლა, არ ვიცი,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს