მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - ჩუმად იყვნენ მაშინ, როცა იცოდნენ, რომ წერეთელზე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, როგორც საჭირო იყო, აყვირდნენ მაშინ, როცა პრობლემა მკაცრად გადაიჭრა და მიხვდნენ, რომ პირობაც სრულდება

ჩუმად იყვნენ მაშინ, როდესაც იცოდნენ, რომ წერეთელზე მიმდინარე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, როგორც საჭირო იყო და მერიასაც პრობლემები ჰქონდა კონტრაქტორთან, აყვირდნენ მაშინ, როდესაც პრობლემა მკაცრად გადაიჭრა, გამოსწორდა და მიხვდნენ, რომ პირობაც სრულდება - როგორც იტყვიან, საშვილიშვილო საქმე კეთდება - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ნაწილის განცხადებებს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, ოპოზიცია პირველ შემთხვევაში თებერვალში აპირებდა ამბის ატეხვას.

„კახა კალაძის წინააღმდეგ, ხელმოცარული ოპოზიციის მიერ წამოწყებული, მდაბიო და ამავდროულად, მავნებლური, ადვილად გაშიფვრადი და უშედეგო პიარის ერთ-ერთი მიმართულების მოკლე „ანამნეზი”:

ჩუმად იყვნენ მაშინ, როდესაც იცოდნენ, რომ წერეთელზე მიმდინარე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, როგორც საჭირო იყო და მერიასაც პრობლემები ჰქონდა კონტრაქტორთან. (მაქსიმუმ ღლიცინებდნენ ).

აყვირდნენ მაშინ, როდესაც პრობლემა მკაცრად გადაიჭრა, გამოსწორდა და მიხვდნენ, რომ პირობაც სრულდება - როგორც იტყვიან, საშვილიშვილო საქმე კეთდება.

პირველ შემთხვევაში თებერვალში აპირებდნენ ამბავი აეტეხათ…“ - წერს მამუკა მდინარაძე Facebook-ზე.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ