მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული და სასეირნოდ ვერავინ გაიყვანს აღმაშენებლის ხეივანზე

ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე დაწესებულებამ დაადასტურა, რომ სააკაშვილის წამებას ადგილი არ ჰქონია - შეცდომაში შეყვანილი აღმოჩნდა ზელენსკი, ევროპარლამენტი - რეზოლუციის ინიციატორ ევროპარლამენტარების ადგილას უხერხულობის განცდა მექნებოდა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თავად სააკაშვილი ალბათ, ყველაზე კარგად ხვდება, რომ ეს არ არის ის ანგარიში, რომელზე დაყრდნობითაც მას შეუძლია ისეთი ხმამაღალი მოთხოვნები წამოაყენოს, როგორც ამას ამ დრომდე აკეთებდა.

„ხელოვნური ბურუსი შექმნეს და ცდილობდნენ მთელი მსოფლიო დაერწმუნებინათ, რომ სააკაშვილი იყო წამების მსხვერპლი. ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე დაწესებულებამ დაადასტურა, რომ არავითარ წამებას ადგილი არ ჰქონია. ასეთ დროს ხომ ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ უბრალოდ შეცდომაში შეყვანილი აღმოჩნდა მაგალითად, ზელენსკი ან ევროპარლამენტი, რომელიც ვარაუდს გამოთქვამდა იმაზე, რომ ვინმე ვინმეს აწამებდა. სიმართლე გითხრათ, იმ ევროპარლამენტარების ადგილას გარკვეული უხერხულობის განცდა მექნებოდა, ვინც იყო ინიციატორი, რომ რეზოლუცია მიღებულიყო ამასთან დაკავშირებით. ფაქტია, არავითარ წამებას ადგილი არ ჰქონია და ეს მკაფიოდ არის დაფიქსირებული. მოთხოვნები, რომ ვითომ შავით თეთრზე წერია, რომ ვინმე გათავისუფლებას ექვემდებარება, ყველა კარგად ხვდება, რომ მტკნარი ტყუილია,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, საპატიმრო უფლებებს რაც შეეხება, მაგალითად სათვალთვალო კამერებს, გასათვალისწინებელია უსაფრთხოების საჭიროებები.

„ექსტრაორდინარული ვითარება, რაც სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით არსებობს, განაპირობებს აბსოლუტურ გამართლებას იმისას, რომ სწორედ ისე იყოს დამონტაჟებული ყველაფერი, რომ პერმანენტული დაკვირვების შესაძლებლობა არსებობდეს. ამაზე ითქვა რამდენიმე წლის წინ, რამდენიმე თვის წინაც იყო ამაზე საუბარი, რომ შეიძლება ვინმე დაინტერესებული იყოს სააკაშვილის დაზიანებით, ამიტომ უსაფრთხოების ზომები, რაც შეიძლება მაღალ დონეზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი,“ - განაცხადა დეპუტატმა.

სეირნობის უფლებასთან დაკავშირებით სარჯველაძე აცხადებს, რომ ის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული და არა პენიტენციურში და „გასაგებია, რომ სეირნობისთვის ვერავინ გაიყვანს აღმაშენებლის ხეივანზე, ეს გამორიცხულია“.

რაც შეეხება პატიმრებთან კომუნიკაციას, სარჯველძე აცხადებს, რომ „არ ჰგონია თვითონ დიდი სურვილი ჰქონდეს პატიმრებთან კომუნიკაციის“. გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, ესეც განპირობებულია იმ სპეციფიკით, რაც პენიტენციურ დაწესებულებას აქვს.

„დიდი წერტილი დაისვა ყველა ინსინუაციასთან მიმართებით, რაც იყო დიდი ხნის განმავლობაში მის პატიმრობასთან მიმართებით. საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ უკურნებელი სენი სჭირს, დღე-დღეზე გარდაიცვლება სააკაშვილიო და აღმოჩნდა, რომ უცბად განიკურნა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე