ანდრეი ერმაკი - თავდაცვითი პოზიცია ომის გაყინვამდე მიგვიყვანს, რასაც ვერ დავთანხმდებით

თავდაცვითი პოზიცია ომის გაყინვამდე მიგვიყვანს, რასაც ვერ დავთანხმდებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„შეუძლებელია თავდაცვითი ომის წარმოება. თავდაცვით პოზიციაზე გადასვლას ხშირად ომის გაყინვას იწვევს. ამას 2014 წლიდან ვხედავდით. არასდროს არ დავთანხმდებით პუტინთან გაყინულ კონფლიქტს. გამოსავალი იმაში კი არ მდებარეობს, რომ გავჩერდეთ, არამედ იმაში, რომ რეალისტები ვიყოთ, ძლიერები ვიყოთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიყოთ და არ გავჩერდეთ“, - განაცხადა ერმაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ფრონტზე ვითარება „უდავოდ, რთულია, მაგრამ ჩვენი ერის მოტივაცია, ჩვენი მებრძოლების მოტივაცია ძალიან მაღალია“.

„ჩვენი პარტნიორების იმედი გვაქვს, ასევე ჩვენი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებაზე ვმუშაობთ. რუსებს ჯერ კიდევ აქვთ რესურსებში ჩვენზე უპირატესობის იმედი. ჩვენ ტექნოლოგიურ უპირატესობებზე გათვლა გვიწევს. ფრონტის ხაზი 2,000 კილომეტრზე მეტია, და მისი უდიდესი ნაწილი ძალიან სასტიკი ბრძოლების არენაა. რეალისტები უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ერმაკმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა