გია ვოლსკი - რადიკალური ოპოზიციის სტრატეგიაში არის დასავლეთში რაღაც განწყობების შექმნა, თორემ კარგად ხვდებიან, რომ ჩინეთთან ურთიერთობის საკითხი არის სწორედ ის, რასაც საქართველოს ინტერესები ჰქვია

ჩვენ გვევალება სტაბილურობა შევინარჩუნოთ და შუა დერეფანში დაინტერესებული ყველა მხარე ჩვენთან იმ ურთიერთობაში იყოს, რასაც კეთილმეზობლური, საქმიანი, თანასწორუფლებიანი დამოკიდებულება ჰქვია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს გარკვეული სტრატეგია, რომლის მიზანია დასავლეთს დაანახონ, თითქოს საქართველოში ანტიდასავლური და სტალინისტური განწყობებია, თუმცა „რადიკალურ ოპოზიციაშიც“ კარგად ხვდებიან, რომ ჩინეთთან ურთიერთობის საკითხი არის სწორედ ის, რასაც საქართველოს ინტერესები ჰქვია.

„ჩინეთთან ურთიერთობის განვითარების, დათბობის, გარკვეულწილად საქმიან რელსებზე გადაყვანის მცდელობა და ძალისხმევა არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც აშშ და ევროკავშირი მიმართავს. შუა დერეფნის თემა, რაც ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია, ყველა მსოფლიო დონის მოთამაშისთვის საინტერესოა. ამ ვითარებაში, ჩვენ გვევალება სტაბილურობა შევინარჩუნოთ და შუა დერეფანში დაინტერესებული ყველა მხარე ჩვენთან იმ ურთიერთობაში იყოს, რასაც კეთილმეზობლური, საქმიანი, თანასწორუფლებიანი დამოკიდებულება ჰქვია. ეს არის ჩვენი სტრატეგია. თინა ხიდაშელის რაღაც პოლიტიკური ასეთი წიაღსვლები არის საპირისპიროდ მიმართული იმისა, რასაც ქვეყნის ინტერესი ჰქვია. თითქოს ჩვენ არაფერს არ წარმოვადგენთ მსოფლიო პოლიტიკაში და მხოლოდ უნდა ვიყოთ, აი, თინა ხიდაშელი და ბერძენიშვილი რას იტყვის იმის მოლოდინში. აი, ეს მცდელობა აქვს. ეს საღი აზრი არ არის. ამის იქეთ არის გარკვეული სტრატეგია, რომელიც არის მიმართული იმისკენ, რომ დასავლეთს დაანახოს, რომ თითქოს რაღაც აქ ანტიდასავლური, სტალინისტური განწყობებია. არ მგონია, რომ თინა ხიდაშელი იმდენად განუვითარებელი იყოს, რომ ვერ ხედავდეს იმ რეალობას, რაც მსოფლიოში ხდება. ის არ არის განუვითარებელი, განვითარებულია, მაგრამ თავის ამ ინტელექტუალურ რესურს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ და რადიკალური პროცესების განვითარებისთვის იყენებს. დღეს მთავარი თემა რადიკალური ოპოზიციის სტრატეგიაში არის დასავლეთში რაღაც განწყობების შექმნა, რომ თითქოს ეს ის სტანდარტი არ არის, რომელსაც ეკუთვნის ასოცირებული ხელშეკრულება, თავისუფალი მიმოსვლა, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ეს ის ქვეყანა არ არის, რომელსაც ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და ა.შ. აი, ეს არის ამოცანა, თორემ კარგად ხვდებიან, რომ ჩინეთთან ურთიერთობის საკითხი არის სწორედ ის, რასაც საქართველოს ინტერესები ჰქვია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში