გია ვოლსკი - გამიხარდებოდა, USAID-მა არ იცოდეს, რომ მის მიერ დაფინანსებული პროგრამა "უგვანოდ" გამოიყენა კონკრეტულმა ადამიანმა და ადამიანების ჯგუფმა - უფრო უნდა ჩაიხედოს თავის დაფინანსებულ პროგრამებში

გამიხარდებოდა, USAID-მა არ იცოდეს, რომ მის მიერ დაფინანსებული პროგრამა „უგვანოდ“ გამოიყენა კონკრეტულმა ადამიანმა და ადამიანების ჯგუფმა , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც USAID-ი აკეთებს განცხადებას, მან წინასწარ უნდა იცოდეს, რომ მის მიერ დაფინანსებული გარკვეული პროგრამა, კონკრეტული ორგანიზაციის მიერ არ არის იმ კონტექსტში განხილული, რისთვისაც თანხა აქვს მიღებული.

„როდესაც USAID-ი აკეთებს განცხადებას, მან წინასწარ უნდა იცოდეს, რომ მის მიერ დაფინანსებული გარკვეული პროგრამა, რასაც ერთიანობა და მრავალფეროვნება ჰქვია, არ არის იმ კონტექსტში განხილული, კონკრეტული ორგანიზაციის მიერ, რისთვისაც თანხა აქვს მიღებული. შალვა პაპუაშვილი ვალდებულია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ყველა წევრს მიაწოდოს ინფორმაცია. შემდეგ უკვე საზოგადოება გადაწყვეტს ვინ აკეთებს სწორ განცხადებას და ვინ დგას სწორ პოზიციაზე“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

გია ვლოსკის აზრით, USAID-მა "უფრო უნდა ჩაიხედოს" თავის დაფინანსებულ პროგრამებში.

„მე გამიხარდებოდა, რომ არ იცოდეს, რომ მის მიერ დაფინანსებული პროგრამა "უგვანოდ" გამოიყენა კონკრეტულმა ადამიანმა და ადამიანების ჯგუფმა. ვინაიდან სათაური, რომელსაც იგი აფინანსებს, აბსოლუტურად სხვა არის. ეს განმეორებით არ უნდა მოხდეს და USAID-მაც უფრო უნდა ჩაიხედოს თავის დაფინანსებულ პროგრამებში, რამდენად შეესაბამება ის იმ საზოგადოების ინტერესებს, რომელსაც იგი ეხმარება, გვერდში უდგას და სხვა უამრავ კეთილ საქმეს აკეთებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საპატრიარქოს მისამართით ბექა მინდიაშვილის კრიტიკასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „ტოლერანტობის ცენტრი“, რომელსაც ბექა მინდიაშვილი ხელმძღვანელობს, USAID-ის მიერ ფინანსდება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ადამიანი, რომელიც გამოირჩევა "რელიგიური შეუწყნარებლობით და რელიგიური ისტერიის გაღვივებით", ამერიკული დაფინანსების მიღებას ახერხებს. პაპუაშვილის განცხადებით, ელის, რომ USAID-ის ხელმძღვანელობა მალე გაერკვევა საკითხში და იმოქმედებს ამერიკელი და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესში.

მოგვიანებით, საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხურა და განაცხადა, აშშ-ის მთავრობა, USAID-ის მეშვეობით, ქვეყნის ხელშეწყობის ფარგლებში და საქართველოს საკეთილდღეოდ, მრავალ ორგანიზაციასთან მუშაობს ტოლერანტობის მხარდასაჭერად. განცხადებაში USAID-ი აღნიშნავს, რომ მუდმივი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია აქვს საქართველოს მთავრობასთან იმის თაობაზე, თუ როგორ უჭერს მხარს მისი პროგრამები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა თავად ბექა მინდიაშვილიც და განმარტა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, მიმართული მისი, როგორც ტოლერანტობის ცენტრის ხელმღვანელის "წინააღმდეგ, არის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის ეთიკის უხეში დარღვევა".

"აღნიშნული განცხადება უგულებელყოფს რელიგიური ნეიტრალობის, ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის პრინციპებს. ამავდროულად, პარლამენტის თავმჯდომარე არაკომპეტენტურია რელიგიური და თეოლოგიური ხასიათის საკითხებზე მსჯელობისა და შეფასებისას. ამ კუთხით, მისი მხრიდან ეკლესიის „დაცვის“ მცდელობა ფარისევლობაა. ამგვარი განცხადებების საფუძველი ხელისუფლების მხრიდან ეკლესიით პოლიტიკური მანიპულირების სურვილი და, ამავდროულად, ტოლერანტობის კულტურის, რელიგიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები შეიძლება იყოს. ტოლერანტობის ცენტრი დაარსების დღიდან იცავს რელიგიის თავისუფლებას და ემსახურება სამოქალაქო ინტეგრაციის მიზანს; მომავალშიც იმავეს გააგრძელებს, ვინც არ უნდა გამოვიდეს მისი საქმისა და არსებობის წინააღმდეგ. ასევე, ტოლერანტობის ცენტრი, წლებია, წარმატებით თანამშრომლობს სახალხო დამცველთან, მაგრამ სახალხო დამცველის ინსტიტუტის სტუქტურულ ერთეულს არ წარმოადგენს" , - დაწერა სოციალურ ქსელში სახალხო დამცველთან არსებული "ტოლერანტობის ცენტრის" ხელმძღვანელმა, ბექა მინდიაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი