პეტრე ცისკარიშვილი - ქართველი ხალხი არ აძლევს უფლებას „ოცნების“ რეჟიმს, რომ რუსეთთან ურთიერთობები ოფიციალურ დონეზე აღდგეს, თორემ უკანა არხებით მჭიდრო კონტაქტი აქვთ პუტინთან

ქართველი ხალხი არ აძლევს უფლებას „ოცნების“ რეჟიმს, რომ რუსეთთან ურთიერთობები ოფიციალურ დონეზე აღდგეს, თორემ უკანა არხებით, მათ ძალიან მჭიდრო კონტაქტი აქვთ პუტინთან, კრემლთან და საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას იღებენ ისეთს, როგორიც აწყობს კრემლს და პუტინს , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ სწორედ იმ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რაც „კრემლს“ და პუტინს აწყობს.

„დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის შემდგომ გაწყვეტილია და ქართველი ხალხი არ აძლევს უფლებას „ოცნების“ რეჟიმს, რომ ეს ურთიერთობები ოფიციალურ დონეზე აღდგეს, თორემ უკანა არხებით, სატელეფონო ზარებით, ვიზიტებით, კომუნიკაციით, მათ ძალიან მჭიდრო კონტაქტი აქვთ პუტინთან, კრემლთან, საგარეო დაზვერვის სამსახურთან, “ეფ-ეს-ბე"-სთან და ყველა იმ აქტორთან, რომელიც მოსკოვში იღებს გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს „ოცნების“ რეჟიმმა, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას მიიღებენ ისეთს, როგორიც აწყობს კრემლს და პუტინს“, - აღნიშნავს პეტრე ცისკარიშვილი, რომლის განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ