ვატო სურგულაძე საკრებულოში „ქართული ოცნების” წევრებს - ერთხელ თქვით, რომ შეგეშალათ, ყოველთვის ვიღაც არის დამნაშავე, თქვენ - არასდროს - ვერცერთი დიდი პროექტი დროულად ვერ დაამთავრეთ!

ერთხელ თქვით, რომ შეგეშალათ, ყოველთვის ვიღაც არის დამნაშავე, თქვენ - არასდროს - ვერცერთი დიდი პროექტი დროულად ვერ დაამთავრეთ! - ასე მიმართა თბილისის საკრებულოში პარტია „ლელოს“ წევრმა, ვატო სურგულაძემ საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების” წევრებს.

როგორც მან აღნიშნა, შეცდომა ადამიანურია და მისი მოკვლევა უნდა მოხდეს.

„აქ წერეთლის გამზირზე არ არის საუბარი, საუბარია ტენდენციაზე. ხიზანიშვილის ქუჩა 3 წელი აკეთეთ და პირველივე წვიმაზე ჩამოინგრა. „გოცირიძის მეტროსადგური” სამი წელი აკეთეთ და დღემდე არ არის ბოლომდე მიყვანილი.

მუხრან მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის გზის გახსნა 12- ჯერ გადადეთ. მიცკევიჩზე ტალღისებური გახდა ასფალტი. შეცდომა ადამიანურია, მაგრამ ერთხელ თქვით, რომ შეგეშალათ. დიახ, ადამიანურია ეს ყველაფერი. თქვით, რომ პრობლემას გამოიკვლევთ, შესაძლოა, ვიღაც დაისაჯოს კიდეც, მაგრამ არა, ყოველთვის ვიღაც არის დამნაშავე, თქვენ - არასდროს. ვაკის პარკზე არ მინდა საუბარი, სად არის კასკადი? ვერცერთი დიდი პროექტი დროულად ვერ დაამთავრეთ!“ - აღნიშნა სურგულაძემ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ