გია ვოლსკი - პარტიები „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ სივრცეში უნდა იყოს განხილული - როცა ჩვენ ფორმულირებას „კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვიყენებთ, რა საკვირველია, აქ „ლელოც“ იგულისხმება

პარტიები „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ სივრცეში უნდა იყოს განხილული - როცა ჩვენ ფორმულირებას „კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვიყენებთ, რა საკვირველია, აქ იგულისხმება „ლელოც“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის თქმით, პარტია "ლელოს" ამერიკელ პიარკონსულტანტთან ჯერემი როზნერთან თანამშრომლობა ადასტურებს, რომ "ნაცმოძრაობის" რესურსი ახლა „ლელოს“ ემსახურება.

„პიარტექნოლოგიები, პიარკომპანია და ექსპერტებიც, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ჰყავდა მოზიდული ის რესურსია, რაც „ნაცმოძრაობის" მხრიდან „ლელოს“ აქვს მიცემული. როგორც ჩანს, დახმარება სთხოვეს და მათაც ეს დახმარება არ დააყოვნეს. „ლელო" არის „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ფრთა, რაც არ უნდა ილაპარაკოს „ლელოს“ ლიდერშიფმა, რომ ისინი სხვა პლატფორმაზე დგანან და სხვა იდეოლოგიით არიან აღჭურვილები“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ