მარიამ ზაქარიაშვილი - „ლელოს“ წევრებმა ახალგაზრდებს ბოდიში უნდა მოუხადონ, რომ საარჩევნო დაპირებად იყენებენ იმ პროექტს, რომელიც უკვე განხორციელებულია

„ლელოს“ წევრებმა ახალგაზრდებს ბოდიში უნდა მოუხადოთ, რომ საარჩევნო დაპირებად იყენებენ იმ პროექტს, რომელიც უკვე განხორციელებულია , - ამის შესახებ საკრებულოს წევრმა მარიამ ზაქარიაშვილმა განაცხადა, რითაც სტაჟირების ანაზღაურებასთან დაკავშირებით ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა თბილისისათვის“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ზაქარიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე კოლეგებს და პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერს მოუწოდა, აღარ შეიყვანონ მოსახლეობა შეცდომაში და არ გასცენ ცრუ დაპირებები.

„ლელოს“ წევრებმა ახალგაზრდებს ბოდიში უნდა მოუხადონ, რომ საარჩევნო დაპირებად იყენებენ იმ პროექტს, რომელიც უკვე განხორციელებულია. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად საჯარო და სახელმწიფო სამსახურში სტაჟირება ითვლება სამუშაო გამოცდილებად და არის ანაზღაურებადი“, - აღნიშნა მარიამ ზაქარიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს