აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრები გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრებზე, მხარეებმა აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეთა წინაშე მდგარ გამოწვევებზე - სოციალურ კეთილდღეობაზე, მათი საცხოვრებელი ადგილების ინფრასტრუქტურულ მოწესრიგებასა და განსახლების საკითხებზე ისაუბრეს.

„აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან მუდმივი კომუნიკაცია, მათი საჭიროებების მოსმენა და შემდგომი რეაგირების მოხდენა ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ამ მიზნით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან ინდივიდუალური შეხვედრები გავმართეთ.

ვცდილობთ თითოეული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის საჭიროება, რომელსაც ჩვენთან შეხვედრისას აჟღერებენ დროულად მოვაგვაროთ და კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ მათთან უშუალო კომუნიკაციისას მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ.

ქმედითი და ეფექტური პროექტების განხორციელებისათვის აქტიურად ვაგრძელებთ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციას“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ