ნატომ მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

ნატომ 1988 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

“მტკიცე მცველი” (Steadfast Defender) წვრთნები ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკის პორტიდან აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების Gunston Hall სადესანტო გემის გასვლით დაიწყო, რომელიც ატლანტიკურ ოკეანეს გადაკვეთს. წვრთნების ფარგლებში ეს პირველი ტაქტიკური მანევრია.

იანვრის ბოლომდე წვრთნებს კანადის ფლოტის Charlottetown გემი შეუერთდება, რომელიც ჰალიფაქსის პორტიდან ევროპისკენ გაემართება.

“Steadfast Defender-24 თვალსაჩინო მაგალითი გახდება ჩვენი ერთიანობის, ძალისა და მზადყოფნის დავიცვათ ერთმანეთი, ჩვენი ღირებულებები და საერთაშორისო წესრიგი, რომელიც წესებზეა დაფუძნებული”, - განაცხადა ევროპაში ნატოს ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა ქრისტოფერ კავოლიმ.

წვრთნები მიზნად ისახავენ ალიანსის რეაქციის იმიტირებას ისეთი ქვეყნების მხრიდან თავდასხმაზე, როგორიცაა, მაგალითად, რუსეთი. ცალკე წვრთნები სერიებისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა ადგილას გაიმართება - ჩრდილოეთ ამერიკიდან ნატოს აღმოსავლეთ ფლანგამდე.

წვრთნებში ჩართული იქნება 90 000 სამხედრო მოსამსახურე, 50 სამხედრო-საზღვაო გემი, 80 თვითმფრინავი და 1 100-ზე მეტი საბრძოლო მანქანა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ