მაკა ბოჭორიშვილი პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველთან პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში მარკ ნორდბერგთან და პოლიტიკურ ოფიცერთან ქერი მაკინტოშთან შეხვედრა გამართა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრისას, ხაზი გაესვა საქართველოს პროგრესს, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს და კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების მნიშვნელობას.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე და შემდგომ სამოქმედო გეგმაზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მოლოდინებზე, ევროპული არჩევნების და საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით.

შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს ურთიერთობებისა და ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველმა მარკ ნორდბერგმა კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება მიულოცა და შემდგომი რეფორმების პროცესში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს