ილია დარჩიაშვილი - საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ორმხრივ თანამშრომლობას ახალ სიბრტყეში გადაიტანს

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ შეთანხმება ორმხრივ თანამშრომლობას ახალ სიბრტყეში გადაიტანს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებაზე ხელმოწერის შესახებ საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ შეთანხმების განხორციელების პროცესში სხვადასხვა სამინისტროები ჩაერთვებიან, რაც ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს ახალ იმპულსს შესძენს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, პრინც ფაისალ ბინ ფარჰანიმ განცხადა, რომ საბჭოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილება საუდის არაბეთში საქართველოს პრემიერ - მინისტრის ვიზიტს ფარგლებში მიიღეს.

„ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენს პოზიტიურ ურთიერთობაში. არსებობს რეალური შესაძლებლობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და აქტიურ ეტაპზე გადავიყვანოთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა“, - აღნიშნა ფაისალ ბინ ფარჰანმა.

ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით, მან უკვე მოიწვია კოლეგა საქართველოში და იგეგმება, რომ სწორედ საქართველოში გაიმართოს მთავრობათაშორისი კომისიის პირველი საინაუგურაციო შეხვედრა, ამის შემდგომ კი ყოველწლიური შეხვედრები მონაცვლეობით თითოეულ ქვეყანაში ჩატარდება.

„ეს გვაძლევს დამატებით შესაძლებლობას იმისათვის, რომ ურთიერთობათა დინამიკა უფრო დიდი ინსტენსივობით გაკონტროლდეს“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში