სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები „ვივამედში“  მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდნენ

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდნენ.

როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ კონსილიუმის წევრმა ექიმმა, გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ფსიქონევროლოგიური მდგომარეობა თითქმის ისეთივე დონეზე რჩება.

მედიკოსის თქმით, სააკაშვილს შფოთვები აქვს და ნერვიულობს.

„კახექსიის მოვლენებს ნელ-ნელა მედიცინის თვალსაზრისით კლინიკის ექიმები უმკლავდებიან, მაგრამ სამწუხაროდ, ფსიქონევროლოგია თითქმის ისევ იმ დონეზე რჩება. შფოთვები აქვს, ნერვიულობს, გარემო არ შეცვლილა. თუ არ ჩავთვლით სამედიცინო მომსახურებას, გარემო არაფრით განსხვავდება იმ გარემოსგან, რაც არის პენიტენციურ დაწესებულებაში. საერთაშორისო დასკვნაში დევს, რომ გარემო თუ არ შეიცვალა, მისი სრული რეაბილიტაცია და ამ შემთხვევაში, ფსიქონევროლოგიური [მდგომარეობა], რაც ყველაზე მთავარია და რამაც შეიძლება მეორეჯერ გამოიწვიოს ისევ ის სომატური დარღვევები, არ აღდგება“, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ „ტვ პირველთან“.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ