ფინანსთა მინისტრი - 2023 წელს საგადასახადო-საბაჟო შემოსავლებმა დაგეგმილი მაჩვენებლის 101.7%-ი შეადგინა, ეს მაჩვენებელი მებაჟე ოფიცრების წარმატებული საქმიანობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია

2023 წელს საგადასახადო/საბაჟო შემოსავლებმა დაგეგმილი მაჩვენებლის 101.7%-ი შეადგინა. ეს მაჩვენებელი მებაჟე ოფიცრების წარმატებული საქმიანობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2023 წელი გამორჩეულია საქართველოსთვის - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, დღეს, საბაჟო ადმინისტრაციის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის ევროპული მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება და ევროინტეგრაციის პროცესში მიმდინარე პროექტების მზარდი ტენდენციის შენარჩუნება.

„2024 წელი, ასევე, გამორჩეული იქნება საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციისთვის და იმავდროულად, ევროკავშირის ბაზარზე საქონლის გატანით დაინტერესებული სატრანსპორტო სექტორისა და ექსპორტიორებისთვის, შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი სამთავრობო დაწესებულებებისთვის”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, წელს იგეგმება საერთო ტრანზიტისა და ერთიანი ადმინისტრირების კონვენციებთან საქართველოს მიერთება. შედეგად, ეკონომიკურ ოპერატორებს მიეცემა საშუალება, საქართველოს საბაჟოს მიერ გაცემული ერთი ელექტრონული დოკუმენტისა და გარანტიის საფუძველზე, გადაზიდოს ტვირთი ევროპის კონტინენტზე მდებარე 35 ქვეყანაში ახალი კომპიუტერიზებული ტრანზიტის სისტემის მეშვეობით.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2021 წლიდან საქართველოში დაინერგა ევროკავშირის მოდელის მიხედვით ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ინსტიტუტი საქართველოში. დღეისთვის, ასეთი ტიპის სტატუსის მქონე 8 ეკონომიკური ოპერატორია.

„ვსარგებლობ დღევანდელი შესაძლებლობით და ბიზნეს სექტორის თითოეულ წარმომადგენელს, ბიზნესასოციაციებს მოვუწოდებ მოითხოვონ აღნიშნული სტატუსის მიღება, გახდნენ ჩვენი პარტნიორები და წვლილი შეიტანონ ევროკავშირის ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, რომლის კომენტარსაც ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, უწყების ცნობით, მინისტრმა მიმართა ევროკავშირის ელჩს, ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წევრებს, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარების შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებების გამართვას.

„ევროკავშირთან საბაჟოს წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია, აგრეთვე, ევროკავშირის საბაჟო პროგრამაში საქართველოს მონაწილეობა, რაც საშუალებას გვაძლევს გავააქტიუროთ საბაჟო სფეროში ჰარმონიზების დღის წესრიგი, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ