ირაკლი ქადაგიშვილი - 29 იანვარს დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა ღიაა და მოწვევა ყველა პარტიას და არასამთავრობო ორგანიზაციას გაეგზავნა - მთავარია კეთილსინდისიერად ჩართვა და არა მახინჯი პოლიტიკური პროვოკაციების მოწყობა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე 29 იანვარს დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაზე მოწვევა ყველა პოლიტიკურ სუბიექტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გაეგზავნა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: ირაკლი კობახიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, რატი იონათამიშვილი და სხვა პროფილური კომიტეტების ხელმძღვანელები.

შეხვედრა, 29 იანვარს, პარლამენტში გაიმართება.

„გასულ წელს სამუშაო ჯგუფებში კარი აბსოლუტურად ყველასთვის ღია იყო, მაგრამ პროცესს სრული უგულებელყოფა მოჰყვა - პროცესში მხოლოდ ორიოდე დამოუკიდებელი დეპუტატი იღებდა მონაწილეობას. თუ ამ შემთხვევაში ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ეს უნდა იყოს მონაწილეობა არა გარკვეული დესტრუქციისთვის, პროვოკაციისთვის, წინააღმდეგობის შეტანისა და ამით სამუშაო პროცესის უარყოფითად წარმოჩენისთვის, არამედ თანამშრომლობა სწორედ თანამშრომლობის მიზნებით უნდა იყოს მოტივირებული და არა პოლიტიკური ობსტრუქციის მოწყობის მიზნებით.

რაც შეეხება იმას, თუ რას ვთავაზობთ უმრავლესობა, უმრავლესობის მხრიდან სამუშაო ჯგუფი შემდგარია, სამუშაო პროცესში ჩართვაზე მოწვევა ყველა ფრაქციას, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს და არასამთავრობო ორგანიზაციებს გაეგზავნა, ვინც თავისი პროფესიული საქმიანობით ასეთი ტიპის საკითხებთან არიან დაკავშირებული.

ასე რომ, ფორმატი ღიაა და არსებობს მასში ჩართვის შესაძლებლობა - მთავარია კეთილსინდისიერად ჩართვა და არა მახინჯი პოლიტიკური პროვოკაციების მოწყობა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს