ირაკლი ქადაგიშვილი - პროვოკაციული ხასიათის კანონპროექტები უმრავლესობის მხრიდან არ განიხილება

რა თქმა უნდა, პროვოკაციული ხასიათის კანონპროექტები უმრავლესობის მხრიდან არ განიხილება - ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი მიმართულებით მოქმედი კანონი თავსებადია ევროპის საუკეთესო სტანდარტებთან, ხოლო ევროპული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საუბარია გარკვეული საკითხების დახვეწაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა ამ კონტექსტში განმარტა, „საქართველოს ისეთი სისტემების შექმნა არ სჭირდება, რაც განადგურებული სახელმწიფოებისთვის არის საჭირო“.

მისივე თქმით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სადაც ოპოზიციის ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს კონსტრუქციული წინადადება ჰქონდა, ყველა ასეთი წინადადება მსჯელობის საგანი გახდა და ხშირ შემთხვევაში მისი გაზიარება მოხდა.

„ამავდროულად, როდესაც ოპოზიცია ისეთ საკითხს აყენებს, რაც პროცესს კარდინალურად სხვა მიმართულებით წარმართავს, ასეთი წინადადების გაზიარება ვერ მოხდება.

მაგალითად, „ლელომ“ ანტიკორუფციული კანონმდებლობის საკუთარი ვარიანტი შემოიტანა. ეს დღევანდელი საქართველოსთვის პოლიტიკური საბოტაჟის კანონია, რადგან ასეთი კანონი ისეთ ქვეყნებში მიიღება, სადაც ქვეყანა, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მთლიანად ჩამონგრეულია და არის კორუფციისა და მაფიოზური კლანებისგან მართული. ასეთი კანონები მხოლოდ ასეთ ქვეყნებში მიიღება და არა ინსტიტუციურად განვითარების ისეთ მაღალ დონეზე მყოფ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო. ჩვენ ვართ ის სახელმწიფო, რომელსაც რეფორმების ევოლუციური გზით გაგრძელება სჭირდება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე 29 იანვარს სამუშაო შეხვედრა გაიმართება, სადაც ქადაგიშვილის ინფორმაციით, მოწვევა ყველა პოლიტიკურ სუბიექტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გაეგზავნა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: ირაკლი კობახიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, რატი იონათამიშვილი და სხვა პროფილური კომიტეტების ხელმძღვანელები.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი