შალვა პაპუაშვილი - საქართველო „კეთილსინდისიერების ინდექსის“ მიხედვით ლიდერია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში და უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 8 წევრსა და ნატო-ს 10 სახელმწიფოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ ,,X” -ში “კეთილსინდისიერების ინდექსის” კვლევას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველო ამ კვლევის მიხედვით ლიდერია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში და ასევე, უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 8 წევრსა და ნატო-ს 10 სახელმწიფოს.

"საქართველო “კეთილსინდისიერების ინდექსის” მიხედვით 29-ე ადგილით, ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელზეა. ინდექსი აფასებს ბიუჯეტის გამჭვირვალებას, მოქალაქეებისათვის ელექტრონული მომსახურების ხელმისაწვდომობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, ადმინისტრაციული დატვირთვის დონესა და ვაჭრობის თავისუფლებას. საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ასევე, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 8 წევრსა და ნატო-ს 10 სახელმწიფოს”, - წერს შალვა პაპუაშვილი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში