მიხეილ სარჯველაძე - ვინც ნამყოფია მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში, როგორ შეიძლება თავს უფლება მისცეს და თქვას, რომ საქართველო ჩამორჩება რომელიმეს, გაუგებარია

სამწუხაროდ, არიან პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლისთვისაც საკითხი ამგვარად დგას, რომ მათთვის არ არის პრიორიტეტული საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ვიდრე მათთვის სასურველი ხელისუფლება არ იქნება საქართველოში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა რითაც გამოეხმაურა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს.

სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დიდი შრომა ჩადეს იმაში, რომ საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი აღქმები გაჩენილიყო, თითქოს ქვეყანას აქვს პრობლემები იმ სტანდარტების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, რომელიც იძლევა რეალურად ევროინტეგრაციის უკეთეს შესაძლებლობებს.

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას აქვს ეს პრობლემა, რომ პოლიტიკოსები არიან ის ხალხი, ვინც არასამთავრობო სექტორის სტატუსით მონაწილეობს რეალურად პოლიტიკურ პროცესში და სადაც აუცილებელია, რომ შეფასდეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხები პროფესიონალურად, არ იყოს ეს დამოკიდებული მიკერძოებულ აღქმებზე, იქ, სამწუხაროდ, რეალურად ბევრი რამ ყალბდება. ვინც უბრალოდ ნამყოფია მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში, როგორ შეიძლება თავს უფლება მისცეს და თქვას, რომ საქართველო ჩამორჩება რომელიმე დასახელებულ სახელმწიფოს, ეს ჩემთვის გაუგებარია. გაუგებარია ასევე ის, როგორ შეიძლება, ეს ყველაფერი ამტკიცო, როდესაც გაქვს უკლებლივ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად ამომწურავი, მათ შორის, გლობალური შეფასებები, რომელიც მნიშვნელოვან კრიტერიუმს შეიძლება წარმოადგენდეს და ვერ აღმოაჩინო, რომ საქართველო არამც თუ მესამე ადგილზე არ არის, არამედ არავის აძლევს საფუძველს და საშუალებას, რომ მასზე წინ იმყოფებოდეს. აქედან გამომდინარე, მე მგონი ყველასთვის ყველაფერი ნათელია. იმ ფონზე, როდესაც არაერთი რეალური მტკიცებულება გამოაშკარავდა, რომ, სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა, მისი გავლენის ქვეშ მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩათვლით, დიდი შრომა ჩადო, რომ საქართველოს შესახებ შექმნილიყო არასწორი, დამახინჯებული შთაბეჭდილება, რომ თითქოს საქართველოს აქვს პრობლემები იმ სტანდარტების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, რომელიც იძლევა რეალურად ევროინტეგრაციის უკეთეს შესაძლებლობებს. მტკნარი ტყუილია, რა ინფორმაციაც მიეწოდა ამ შემთხვევაში ევროსტრუქტურებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში არიან პოლიტიკოსები, ვისთვისაც საქართველოს ევროინტეგრაციაზე მეტად მნიშვნელოვანი საკითხები არის. სამწუხაროდ, არიან პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლისთვისაც საკითხი ამგვარად დგას, რომ მათთვის არ არის პრიორიტეტული საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ვიდრე მათთვის სასურველი ხელისუფლება არ იქნება საქართველოში“,- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის თანახმად, საქართველომ მნიშვნელოვანი ადგილი დაკარგა როგორც დემოკრატიის, ისე კარგი მმართველობისა და პოლიტიკის კონვერგენციის მაჩვენებლებში და მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო