ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში მიღებული კანონმდებლობის შეფასების პროექტი დაიწყო

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ათი წლის განმავლობაში განხორციელებული საკანონმდებლო საქმიანობის შეჯამების პროცესი დაიწყო, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში წევრობის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„სამუშაო შეხვედრაზე, კომიტეტის წევრებმა და ექსპერტებმა, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული სფეროების შესაბამისად, კონკრეტულ საკითხებზე იმსჯელეს, რაც10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შეფასებასა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობას უკავშირდება.

პროექტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის მიერ გადადგმული ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები შეჯამდება, რის საფუძველზეც საქართველოში ინერგება ევროპული სტანდარტი საზოგადოების ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან სფეროში.

პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის რეგიონული ფონდის მხარდაჭერითა და ევროკავშირის საკითხებში ექსპერტების, ეკატერინე ქარდავასა და იოსებ ნანობაშვილის მონაწილეობით განხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს