არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულ 51 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

51 წლის მამაკაცს, რომელიც არასრულწლოვანის გაუპატიურებაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, საქმეში გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არცერთი მტკიცებულება არ დევს.

„ჩვენი პოზიცია იყო, რომ არ გამოეყენებინათ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა, ბრალდებული დარჩა პატიმრობაში. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ როცა საქმის არსებითი განხილვა დაიწყება, დავამტკიცებთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა.

ბრალდებული წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ გრძნობს. საქმეში არცერთი მტკიცებულება არ დევს, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა“, - აღნიშნა ბრალდებულის ადვოკატმა.

საქმის პროკურორის, თორნიკე ბაიდოშვილის განცხადებით, მოცემულ საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 137-ე, 141-ე, 151-ე მუხლებით გრძელდება.

„სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნა ბრალდების მხარის პოზიცია პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. მოცემულ საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 137-ე, 141-ე, 151-ე მუხლებით გრძელდება.

ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული იქნა მტკიცებულებები, რომელზე დაყრდნობითაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება“, - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მამაკაცი 27 იანვარს დააკავეს. შემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტში მოხდა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა